სასჯელაღსრულების დაწესებულების ექთანს

სასჯელაღსრულების დაწესებულების ექთანს "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა

1665 ნახვა

 

უკვე ერთი კვირაზე მეტია,  საქართველოში კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, პირველ დღეებს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 27 წლის ახალციხელი ექთანი მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ პირველი დოზის მიღების შედეგად ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა. სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულების ექთანს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. პრესსამსახურის განცხადებით, მედიკოსს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა PCR ტესტირება და არ დაუდასტურდა კორონა ვირუსი, ხოლო 18 მარტს უკვე სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა მდგომარეობა, ამ შემთხვევაშიც პასუხი კვლავ უარყოფითი აღმოჩნდა, ამიტომ ექთანს იმავე დღეს  გაუკეთდა Covid-19-ზე  აცრა. მეორე დღეს მის მეუღლეს დაუდგინდა ვირუსი და ექთანსაც გამოუვლინდა კორონა ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები, კერძოდ ტემპერატურა. პრესცენტრის განცხადებით, მედიკოსი გადაყვანილი იქნა სპეციალიზირებულ კოვიდკლინიკაში, სადაც 20 მარტს Covid-19 დაუდასტურდა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ სამედიცინო სფეროში მოღვაწე რისკჯგუფის აცრა, ხოლო საქართველოს მთავრობის განცხადებით სულ მალე დაიწყება 65 წელს გადაცილებულ პენსიონერთა ვაქცინაციის პროცესიც.

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.