თამარ გაბუნია: სინომარმით ვაქცინაციის დაწყებამდე, WHO-ს გადაწყვეტილებას დაველოდებით

თამარ გაბუნია: სინომარმით ვაქცინაციის დაწყებამდე, WHO-ს გადაწყვეტილებას დაველოდებით

3315 ნახვა
ჩინური წარმოების ვაქცინების “სინოფარმის”, “სინოვაკის” და “მოდერნას” ვაქცინებისთვის ავტორიზაციის მინიჭებაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აპრილის შუა რიცხვებში იმსჯელებს. ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინა, კი საქართველომ უკვე შეიძინა. 100 000 დოზა "სინოფარმის" ვაქცინა ქვეყანაში მიმდინარე კვირის ბოლოს შემოვა, მომავალი კვირიდან იმუნიზაციის პროცესში ჩასართავად იქნება მზად. 

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას დაელოდება. მისივე თქმის, სამართლებრივად ქვეყანას არ სჭირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას დაელოდოს, თუმცა იმისათვის, რომ პრეპარატის მიმართ ქვეყანაში ნდობა გაიზარდოს, ავტორიზაციის პროცესის დასრულებას დაელოდებიან.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.