ვაკეში მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა
ვაკეში, "მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი" ოფიციალურად გაიხსნა.
ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი პაციენტებსსთავაზობს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვესტანდარტების გათვალისწინებითა და დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილლაბორატორიას.
აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული კვლევაუზრუნველყოფს მაქსიმალური სიზუსტით დიაგნოსტირებას.
„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ აღჭურვილია GENERAL ELECTRIC-ის უახლესითაობის აპარატურით, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედრეგიონშიც. კერძოდ, აღსანიშნავია უახლესი მოდელის, 3 ტესლა სიმძლავრის ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, ასევე, მამოგრაფი ტომოსინთეზის ფუნქციით, რაცმნიშვნელოვნად ზრდის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეულიგამოვლინების და ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებებს.
“მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ გამოირჩევა ულტრათანამედროვე მოდელებისკომპიუტერული ტომოგრაფით, დენსიტომეტრით, ექოსკოპებით, ენდოსკოპებით, რენტგენოსკოპიური და რენტგენოგრაფიული აპარატურით.
დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და 120 სამუშაოადგილი შეიქმნა.
დატოვეთ კომენტარი