მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1, იგივე ე.წ. ღორის გრიპია.
გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ინფექციაა.გრიპის სეზონური ეპიდემია ყოველწლიურად 3-5 მილიონ მძიმე შემთხვევას იწვევს მსოფლიოში.
გრიპის ვირუსი ასნებოვნებს, როგორც ადამიანებს, ასევე ფრინველებსა და ცხოველებს
მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ ორსულები, მოხუცები, ბავშვები, სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები:
თუ ადამიანს გამოუვლინდა გრიპის სიმპტომები: უცაბედად დაწყებული მაღალი ცხელება (38C და მეტი), ყელის ტკივილი, ხველა და სერთო ინტოქსიკაცია (კუნთების, სახსრების, თავის ტკივილი)
· მაქსიმალურად უნდა მოერიდოს საზოგადოებრვი თავშეყრის ადგილებს.
· სასკოლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში არ დაუშვან გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები.
· ყველა დაავადებულმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებისას, ექიმთან მიმართვამდე, მოახდინოს თვითიზოლაცია.
· განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა.
· ნებისმიერმა დაწესებულებამ მაქსიმალურად გააქტიუროს ხელების ჰიგიენის პროცედურები: სტანდრტულად ხელის დასუფთავება გამდინარე წყლითა და საპნით რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ტრანსპორტით სარგებლობის, ნებისმიერი ქმედების შემდეგ, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს თვალით უხილავ დაბინძურებას.
· გრიპის ვირუსების შეკავების მიზნით მიზანშეწონილია სპირტისშემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია ინფიცირებულ/დაავადებულ პირთა კონცენტრაცია: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონი კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები. ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისწვდომ და თვალსაჩინო ადგილას.
· სივრცეები სადაც იმყოფება/იმყოფებოდა დაავადებული საჭიროებს სტანდარტულ სანიტარულ დასუფთავებას სველი წესით, სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოების გარეშე.
· რეკომენდებულია სათავსების ხშირი განიავება. დროული ადექვატური მკურნალობა (ანტივირუსული პრეპარატებით) ექიმის დანიშნულებით.
· გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, გახანგრძლივებული ცხელება (38C მეტი 3 დღის შემდგომ), ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!
· გრიპით დაავადებულთა სამკურნალოდ არ გამოიყენება ანტიბიოტიკი!
წყარო: newposts.ge
ექიმი ინფექციონისტის შერჩევა და კონსულტაციაზე ჩაწერა შეგიძლიათ ონლაინ.
საუკეთესო ინფექციონისტის შესარჩევად ეწვიეთ ბმულს: ინფექციონისტები
ასევე იხილეთ: რას გვირჩევს ცნობილი ბლოგერი ე.წ. ღორის გრიპთან საბრძოლველად