რა არის ოსტეოპათია?

რა არის ოსტეოპათია?

21900 ნახვა
ოსტეოპათია არის არამედიკამენტოზური, უმტკივნეულო მკურნალობის მეთოდი, რომელიც ეფუძნება ანატომიის, ფიზიოლოგიისა და ბიომექანიკის ცოდნას, ასევე  ეფუძნება ხელებით ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილზე. ოსტეოპათი ადამიანს განიხილავს  როგორც ერთიან თვითრეგულირებად სისტემას. ხელების საშუალებით  ოსტეოპათს შეუძლია შეაფასოს ქსოვილების  მოძრაობა, განლაგება, შეკუმშვის რითმი, სიმკვრივე და ტემპერატურაც კი. ასევე ხელების შესაძლებელია დადგენილი ცვლილებების კორექცია. მეთოდის ფასეულობა იმაშია, რომ შესაძლებელია დაავადების „გამოჭერა“ და შეჩერება მისი განვითარების ყველაზე ადრეულ სტადიებში

 

რამდენი ხანი გრძელდება სეანსი?

 

ყველაფერი ინდივიდუალურია,მაგრამ სვარაუდო დრო არის ბავშვებისთვის 10 წუთიდან 30-35 წუთი და დიდებისთვის 40- 60 წუთი

 

 

საჭიროა თუ არა კვლევების ჩატარება ოსტეოპატთან მისვლამდე?

 

უმჯობესია  თავად ექიმმა დაგინიშნოთ შესაბამისი კვლევა.

 

რისი განკურნებაა შესაძლებელი ამ მეთოდით:

 

  • ძილის დარღვევა

 

  • კუნთების ჰიპო- ან ჰიპერტონუსი

 

  • ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება

 

  • მომატებული ჭირვეულობა

 

  • კისერმრუდობა

 

  • სახსრების დისპლაზია

 

  • თავსი ქალის ძვლების ასიმეტრია

 

  • მეტეორიზმი, კოლიკები

 

  • ტვინის ჰიპოქსიური დაზიანებები.

 

  • ჰიპერაქტიურობა

 

  • ყურადღების დეფიციტი
 

 

 

სტატიის მომწოდებელია: პირველი ნაბიჯი საქართველო

 

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.