რამდენად სასარგებლოა ხილი ორგანიზმისთვის?

რამდენად სასარგებლოა ხილი ორგანიზმისთვის?

11742 ნახვა

~„ჭამეთ მეტი ხილი და ბოსტნეული.“ - ეს ალბათ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რეკომენდაციაა. ხილი ჯანსაღი საკვებია, თან უმეტეს შემთხვევაში უმად მირთმევაცაა შესაძლებელი და დიდ დროს არ საჭიროებს სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხილში, სხვა პროდუქტებთან შედარებით, მეტი შაქარია, ამიტომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეიძლება ეჭვიც კი შეეპაროს მათ სიჯანსაღეში. ამ სტატიით შევეცდებით ნათლად დაგანახოთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კვების რაციონში ხილის ჩართვას. ბუნებრივია, ზომიერების დაცვა აუცილებელია და ფართოდ გავრცელებულ მითებს სინამდვილეში რეალური საფუძველი არც აქვთ.

 

 

 

  • ზედმეტი შაქარი ცუდია

გამოკვლევები აჩევენებს, რომ შაქრის გადაჭარბებული დოზა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ეს ეხება, როგორც ჩვეულებრივ სუფრის შაქარს (შაქაროზა), ასევე მაღალი ფრუქტოზის შემცველობის მქონე სიმინდის სიროფს. ორივე პროდუქტი 50% გლუკოზაა, 50% ფრუქტოზა. ზედმეტი შაქრის მიღება უარყოფით გავლენას ახდენს მეტაბოლიზმის პროცესზე. აქედან გამომდინარე, ბევრს სჯერა, რომ დიდი რაოდენობით შაქარი ცუდია და რადგან ხილში სწორედ ეს მინერალია ჭარბად ეს უკანასკნელი არგუმენტად არ უნდა მივიღოთ. სინამდვილეში ძნელია ხილში არსებული ფრუქტოზის რაოდენობით საჭირო დოზას გადააჭარბოთ. 

 

  • ხილი შეიცავს ბოჭკოს, წყალს და ღეჭვისას ფრთხილად გადამუშავებული საკვები ხვდება ორგანიზმში

ხილის უმეტესობის მონელება სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრუქტოზა ერთბაშად ვერ ხვდება ღვიძლში. გარდა ამისა, ამ პრიდუქტის მიღების შემდეგ ადამიანი საოცრად დანაყრებულია. ერთ დიდი ვაშლი შეიცავს 23 გ. შაქარს, საიდანაც 13 გ. ფრუქტოზაა, მაშინ როცა გაზიანი სასმელში 52 გ. შაქარია 30 გ. ფრუქტოზის შემცველობით და მას არანაირი კვებითი ღირებულება არ გააჩნია. როცა ფრუქტოზა სწრაფად და დიდი რაოდენობით ხვდება თქვენს ღვიძლში, როგორც ეს გაზიანი სასმლის მიღების დროს ხდება, ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ორგანიზმზე. ხილის მიღების დროს სხეული კარგად არის ადაპტირებული პროქტოზას ადვილად გადამუშავების თვალსაზრისით. დიდი რაოდენობით შაქრის მიღება არაა რეკომენდირებული, თუმცა ეს არ ეხება ხილს.

 

  • ხილის მიღება ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს

ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მეტ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ უფრო ნაკლებად ავადდებიან ქრონიკული ავადმყოფობით, მაგალითად, 7%-ით მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ამცირებს ხილი დიაბეტის შემთხვევებს.

 

  • ხილი შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მინერალს

ხილი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ფრუქტოზის წყლიანი „ჩანთა“. ამ პროდუქტში ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სხვა საჭირო მინერალები და ანტიოქსიდანტებია, მაგალითად, ხსნადი ბოჭკო ამცირებს ქოლესტერინის დონეს და უზრუნველყოფს ნახშირწყლების შეწოვის შენელებას. ხილი შეიცავს ისეთი დანამატებს, რომლებიც ზოგიერთ ადამიანს არ აქვს საკმარისი რაოდენობით ორგანიზმში, თუნდაც C ვიტამინი, კალიუმი, კალციუმი და ა.შ. ბუნებაში ათასობით სხვადასხვა სახეობის ხილი გვხვდება, შემანდგელობაც და სასარგებლო თვისებებიც მრავალფეროვანია. მათი კვებით რაციონში ჩართვა მნიშვნელოვანია, თუმცა ამას გარდა ხშირად კოსმეტიკური თვალსაზრისით იყენებენ ხილის კანს, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ბოჭკოებით.

 

  • ხილი გვეხმარება წონის კლებაში

იმის გათვალისწინებით, თუ რა ძლიერი გავლენა აქვს ხილს ადამიანის ჯანმრთელობაზე, არაჯანსაღი საკვების ამ პროდუქტით ჩანაცვლება ბუნებრივია, დადებითად იმოქმედებს წონის კლებაზეც. დიეტის დროს ხშირად აწუხებთ შიმშილის გრძნობა. ამ მხრივაც ხილის მიღება საოცრად ანაყრებს ადამიანს. ვაშლიც ან ფორთხოლის მირთმევა მთელი დღის განმავლობაში ენერგიულად გამყოფებთ.

 

  • ხილის წვენები და ჩირის მიღება უნდა შეიზღუდოს

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მაღაზიებში უამრავი სახეობის ხილის წვენს შეხვდებით, უმეტესი მათგანი სულაც არ არის ნატურალური. მაშინაც კი თუ სახლში დაამზადებთ სასმელს, ზომიერების დაცვა აუცილებელია, რადგან სითხე შეიცავს ბევრ შაქარს. ამავე მიზეზით უნდა მოერიდოთ ჩირსაც. საუკეთესოა ხილის უმად მირთმევა, თუმცა სმუზების დამზადებაც შეგიძლიათ, რაც უფრო სასარგებლოა ვიდრე უფრო თხელი კონსისტენციის სასმელი.

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.