სხეულის ტემპერატურა ბევრს მიანიშნებს, ადამიანის ჯანმრთელობაის მდგომარეობის შესახებ. კვლევების თანახმად, იგი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელსაც ექიმთან ვიზიტისას საგულისხმოდ მიიჩნევენ. ორგანიზმში შეჭრილმა ინფექციამ შეიძლება, გამოიწვიოს სიცხე, თუმცა გაგიკვირდებათ, მაგრამ სხეულის ტემპერატურა მაშინაც კი იცვლება, თუ იტყუებით.
რა მიიჩნევა სხეულის ნორმალურ ტემპერატურად?
სიცხე დაგეხმარებათ ინფექციის საწინააღმდეგოდ
სხეულის ტემპერატურის არსებობა სრულიად ბუნებრივია, თუმცა სიცხე უმეტესად მაშინ აწუხებთ, როცა ორგანიზმში ინფექცია ხვდება. საქართველოში ტემპერატურის დამწევი მედიკამენტები ურეცეპტოდ გაიცემა აფთიაქებში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უმჯობესია თვითმკურნალობისგან თავის არიდება, რადგან ცხელება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციასთან ბრძოლაში. ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ანტიბიოტიკი თუ ის ეჭვობს ბაქტერიულ ინფექციაზე, მაგალითად, პევნმონიასა და ყელის სტრეპტოზზე.
ქალებს და მამაკაცებს სხეულის განსხვავებული ტემერატურა აქვთ
ამერიკაში იუტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალების სხეულის ტემპერატურა საშუალოდ 0.4°C-ით მეტია მამაკაცებისაზე, თუმცა ამ უკანასკნელთ ხელები 2,8°C-თ უფრო თბილი აქვთ.
ცივ ამინდებში ქუდი შესაძლოა სითბოს შენარჩუნებისთვის საკმარისი არ იყოს
გახსენდებათ, უფროსების შეგონებანი, „გარეთ ცივა და ქუდი დაიფარე“, რადგან თითქოს სხეულის ეს ნაწილი უფრო მარტივად კარგავს ტემპერატურას? სამედიცინო ჟურნალ „BMJ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, აღნიშნული მითითება სინამდვილეში უსაფუძვლოა, რადგან სითბოს დაკარგვის თვალსაზრისით თავი განსაკუთრებული სულაც არაა, ამ ზონაში ისევე ეცემა ტემპერატურა, როგორც სხეულის სხვა ნაწილებში, შესაბამისად გადამეტებული მოფრთხილება საჭირო არაა.
ტყუილის თქმას იწვევს ტემპერატურის ცვლილებას
ძველი საბავშვო მოთხრობის პოპულარული შინაარსის მსგავსად, თქვენი ცხვირი ზრდას არ დაიწყებს, თუ მოიტყუებით, მაგრამ ესპანეთში გრანადას უნივერსიტეტის მკვლევარებმა თავიანთ დასკვნას ამ საკითხის შესახებ „პინოქიოს ეფექტი“ უწოდეს. 2018 წლის აპრილში, ერთ-ერთ საგამოძიებო ფსიქოლოგიისა და დამნაშავეთა პროფილირების თემატიკის ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ სიცრუით გამოწვეული შფოთვა დამნაშავეებში იწვევდა ცხვირის ტემპერატურის შემცირებასა და შუბლის მიდამოების ზრდა.
წითელი წიწაკა ზრდის სხეულის ტეპერატურას
მოგწონთ ცხარე საკვები? ამან შეიძლება სხეულში ტემპერატურის ცვლილება და სწრაფი მეტაბოლიზმი „გამოიწვიოს“. მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა და კვლევაში მონაწილეებს საკვებში დაუმატეს 1 გრამამდე წითელი წიწაკა. მათი სხეულის შიდა ტემპერატურა გაიზარდა, მაგრამ გარე უფრო დაბალი იყო. კვლევის ავტორების აზრით, გაზრდილი სითბოს წარმოება და მადის დაქვეითება პოტენციური სარგებელის მომტანია მათთვის, ვინც ცდილობს, რომ მართოს სხეულის წონა, განსაკუთრებით თუ ისინი ჩვეულებრივ არ არიან ცხარე საკვეების მოყვარულნი.
სხეულის ტემპერატურა დაგეხმარებათ გარდაცვალების დროის დადგენაში
ადამიანი სიკვდილის შემდეგ აღარ აწარმოებს სითბოს და სხეული ნელ-ნელა ცივდება. ამ პროცესს „algor mortis“-ს ანუ ლათ. „სიკვდილის სიცივეს“ უწოდებენ. ეს ყოველივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმის დასადგენად, თუ სხეულის აღმოჩენამდე რამდენი ხნის წინ გარდაიცვალა ადამიანი. მიუხედავად ამისა, სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას ცხედრის ტემპერატურაზე და სხვა მრივ გადამოწმებაც აუცილებელი იქნება, განსაკუთრებით საგამოძიებო პროცესის დროს.
„ცივი გული“ იცავს თქვენს ტვინს
ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო კვლევების თანახმად, თერაპიული ჰიპოთერმია ზოგჯერ გამოიყენება იმ ადამიანების მკურნალობისას, რომელთაც უცბად გული გაუჩერდათ. მას შემდეგ, რაც ეს ორგანო ფეთქვას ისევ დაიწყებს, მედიკოსები იყენებენ გამაგრილებელ მოწყობილობებს, რათა შეამცირონ პაციენტის სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 31-33°C-მდე.
სიბერეში სხეულის საშუალო ტემპერატურა მცირდება
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ასაკის მატებასთან ერთად სხეულის ტემპერატურა ოდნავ იკლევს. „Journal of Clinical Nursing“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მეცნიერებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს ერთ-ერთი მოხუცთა სახლის 133 მკვიდრს შორის. დადგინდა, რომ სხეულის ტემპერატურა 65-74 წლამდე საშუალოზე დაბალია და კიდევ უფრო იკლებს 75-84 წლამდე და ყველაზე დაბალია 85 წელს გადაცილებულთა შორის, რომელთანაგ ზოგს 34.1°C-ც კი ესინჯებოდათ.