პნევმონია
პნევმონია –წარმოადგენს ფილტვების ინფექციურ-ანთების დაავადებას. დაავადებას თან ახლავს ძლიერი სველი ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში.
დიაგნოსტიკა
პნევმონიაზე ეჭვის გაჩენისას ტარდება სხვადასხვა ტესტები, რომლებიც მისი გამომწვევი მიზეზების დადგენის საშუალებას იძლევა.
· ექიმთან ვიზიტისას პაციენტს ეკითხებიან დაავადების ყველა გამოვლინების შესახებ;
· ამის შემდეგ ექიმი ატარებს გულმკერდის დათვალიერებას, უსმენს ფილტვებს, რადგან დაავადების დროს დაზიანებული მხარე საგრძნობლად განსხვავდება მუშაობის პროცესით ჯანმრთელი მხარისგან;
· შემდეგ ექიმი ატარებს პერკუსიას;
· შემდეგი ეტაპი მოიცავს ლაბორატორიულ გამოკვლევებს, რისთვისაც საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც გამოავლენს ლეიკოციტების საერთო რაოდენობას. ასევე აუცილებელია შარდის ანალიზი, რაც საჭიროა თირკმელებში ინფექციური პროცესის გამოსარიცხად.
· რენტგენოგრაფია;
· ბრონქოსკოპია.
რისკის ჯგუფი
· სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები;
· ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები;
· ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ჰორმონალურ პრეპარატებს;
· კლინიკური დეპრესიის და მუდმივი სტრესის მქონე პირები;
· ფეხმძიმე ან ახალნამშობიარები ქალები;
· ოტოლარინგოლოგიური დაავადებების ან გრიპ მოხდილი ადამიანები;
· ალკო ან ნარკოდამოკიდებულები.
პროფილატიკა
რეკომენდირებულია:
· 60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც ზემოთ ჩამოთვლილ რისკ-ჯგუფშია პნევმონიის ვაქცინაცია.
· ბავშვებში ვაქცინაცია ტარდება მაშინაც კი, თუ ისინი რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.
· საჭიროა ხელების რეგულარულად და მინიმუმ 20-30 წამი დაბანა საპნით. ეს ბაქტერიების განადგურების საშუალებას იძლევა.
· ასევე კარგია გრიპის ვაქცინაცია, რადგან პნევმონია წარმოადგენს გრიპის შემდგომ გართულებას.
· საჭიროა ორგანიზმის გაკაჟება მუდმივი ტონუსით, სწორი კვებით და სათანადო დასვენებით.