აღნიშნულ ოპერაციებს „ავერსის კლინიკის“ პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში - თეიმურაზ გურჯიძე ატარებს. ავერსის კლინიკა ერთ-ერთი წამყვანი მრავალპროფილური სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, მან ფუნქციონირება 2007 წლიდან დაიწყო, დღეისათვის კი 12 ფილიალს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. კლინიკას ყოველდღიურად საშუალოდ 1500 ადამიანი მიმართავს.