როგორ გავიწმინდოთ ფილტვები გაბუღულ ოთახში ყოფნის შემდეგ?
შვრიით გაწმენდა
1 ჩ/ჭ შვრიის ფანტელს დაასხით 0,5 ლ ახალი რძე და მიიყვნეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ ნელ ცეცხლზე დაადუღეთ განახევრებამდე. შედეგად თქვენ უნდა მიიღოთ ნახევარი ჩ/ჭ თხელი ფაფა, რომელსაც ღია ყავისფერი უნდა ჰქონდეს. მიღებული ფაფა თბილ მდგომარეობაში უნდა დალიოთ ერთ ჯერზე. ასეთი ფაფა ყოველ დღე საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე უნდა დალიოთ დღეში სამჯერ. დაახლოებით 5-7 დღის შმდეგ დაიწყება ფილტვების გაწმენდა: ამ დროს შეიძლება შეგაწუხოთ ხუთვამ და ხველამ, ასევე შესაძლოა გაგიჩნდეთ მომწვანო ან მონაცრისფრო სქელი ნახველი.
ორეგანოს და იის ნახარში
ამ ნახარშს შეუძლია მოახდინოს მოციმციმე ეპითელიუმის სტიმულირება, რომელიც სასუნთქ გზებში იმყოფება. მომზადების წესი: 1 ს/კ სამფეროვანი იის და 1 ს/კ ორეგანოს ფურცლებს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათის მანძილზე შეფუთულ მდგომარეობაში. აღნიშნული ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 2-3-ჯერ, შაქრის გარეშე. თუ ამ ნაყენს რეგულარულად მიიღებთ ჩაის სახით დღის მანძილზე, ფილტვები გაგეწმინდებათ ისე, რომ ნახველი და ხველა არ შეგაწუხებთ.
ინჰალაცია
ინჰალაციის ჩასატარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ეთერზეთები, როგორიცაა: ფიჭვის, მაიორანის, ევკალიპტის. ინჰალაციის ჩატარების პირობები: ემალის ქვაბში ჩაასხით სუფთა წყალი და დადგით ცეცხლზე. ადუღების შემდეგ დაუწევთ გაზს და წყალში ჩაამატეთ 1 ჩ/კ ეთერზეთი, შემდეგ თავზე მოიხვიეთ პირსახოცი და წყლის არომატული ორთქლი ისუნთქეთ 10-15 წუთის მანძილზე. სუნთქვა საჭიროა პირით, აუჩქარებლად, რაც შეიძლება ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით. ერთი კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 კვირას, პროცედურა უნდა გააკეთოთ ყოველ დღე. ყველაზე კარგია ინჰალაციის გაკეთება ძილის წინ, რათა პროცედურის შემდეგ პირდაპი დაწვეთ, ჩათბეთ და დაიძინოთ.
რძე
იმისათვის, რომ გაისუფთაოთ ფილტვები ნახველისგან, ხალხური მედიცინა გთავაზობთ ძილის წინ თბილი რძის დალევას. ეფექტის გასაძლიერებლად რძეში შეგიძლიათ 1 ჩ/კ თხელი თაფლი ან 1 წვეთი ფიჭვის ეთერზეთი ჩაამატოთ.
დატოვეთ კომენტარი