თოდუას კლინიკას უახლესი თაობის აპარატები შეემატება

თოდუას კლინიკას უახლესი თაობის აპარატები შეემატება

2541 ნახვა
პირველად საქართველოში, აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ბირთვული მედიცინის განყოფილებას Siemens-ის უახლესი თაობის აპარატები შეემატება.

SYMBIA INTEVO 6 SPECT/CT - უნიკალური რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის ჰიბრიდული აპარატი საშუალებას იძლევა ერთდროულად და დროის მცირე მონაკვეთში ორი კვლევის მონაცემი მივიღოთ.

აპარატის მეშვეობით შესაძლებელია:

  • პათოლოგიური პროცესის ზუსტი ლოკალიზაციის  განსაზღვრა 
  • დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა
  • პათოლოგიური პროცესის დაზიანების ხარისხისა და  ანატომიური საზღვრების იდენტიფიცირება 
  • ასევე მას მნიშვნელოვანი როლი აქვს დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში
SYMBIA EVO SPECT - რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის სფეროში სრულიად ინოვაციური სცინტიგრაფიული კვლევის აპარატია, რომელიც 3D რეჟიმის საშუალებით უფრო დეტალურ გამოსახულებას იძლევა

მისი მეშვეობით შესაძლებელია:

  • სწრაფად და მაღალი სიზუსტით შეფასდეს და გამოვლინდეს პათოლოგიური პროცესი ადრეულ ეტაპზე
  • ონკოლოგიური და არაონკოლოგიური დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითიინსტიტუტი საქართველოში ერთ-ერთიუდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკურიდაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილიათანამედროვე უნიკალური სადიაგნოსტიკო დასამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტიაღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ონკოლოგიის და ქირურგიის მთელ რიგმიმართულებებში. დაარსდა 1992 წელს. იგიქვეყნის სათაო დაწესებულებაარადიოლოგიისა და ონკოლოგიის დარგში.

 

მიღებაზე ჩასაწერად გადმოდით კლინიკის პროფილზე: აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.