„ვისაუბრეთ მთელ რიგ პრიორიტეტულ სერვისებზე, რომელშიც შედის პირველადი ასევე ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და მმართველობის სისტემის დახვეწა, იმ თვალსაზრისით, რომ ელექტრონული საშუალებების დანერგვის შედეგად სისტემა უფრო გამჭირვალე გახდეს, რაც დადებითად აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზეც. ასევე ვისაუბრეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებაზე. ამას გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ღონისძიებებზე, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ სისტემამ მიაღწიოს მდგრადი განვითარების ამოცანებს“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.