რა ვიცით ომეგა 3-ის შესახებ?

რა ვიცით ომეგა 3-ის შესახებ?

15673 ნახვა
რა ვიცით omega 3-ის შესახებ?

 

პოპულარული ცხიმმჟავების მიმართ პრეტენზიები გაუჩნდა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კვლევით ორგანიზაცია Cochrane-ს.

ომეგა-3-ის ცხიმმჟავებითანამედროვე ჯანსაღი კვების ერთ-ერთი საყრდენია.

მის სარგებლიანობაში დიდი ხანია არვის შეუტანია ეჭვი. გავრცელებულია აზრი, რომ ცხიმმჟავები დაბლა წევენ სისხლის წნევას და ამცირებენ გულის დაავადებების წარმოშობის რისკს, აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას, ებრძვიან „ცუდ“ ქოლესტერინს... ერთი სიტყვით, ეს პრეპარატი შეუცვლელ საშუალებად ითვლება. უნდა აღინიშნოს, რომ ცხიმმჟავების სინთეზი არ ხდება, შესაბამისად, მათი მიღება შესაძლებელია საკვების საშუალებით.


თუმცა, სწორედ ასეთი შეუცვლელი სტატუსის გამო, ომეგა 3-ის ცხიმმჟავები ფართოდ ხვდება ჩვენს რაციონში და ისინი შეტანილია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ და ფროფილაკტიკისთვის საერთაშორისო სამედიცინო რეკომენდაციებში.  ამისთვის, ჩატარებულ იქნა უამრავი კვლევა, რაც ამ ნივთიერების სარგებლიანობას ადასტურებდა.

სულ ცოტა ხნის წინ კი გარიკვა, რომ დღემდე ჩატარებული კვლევები არც თუ ისე ზუსტია...

 

რა არის მიუღებელი ომეგა 3-ის მჟავებში?
 

ის, რომ აქამდე ჩატარებული კვლელვების უტყუარობა ეჭვს ქვეშ დადგა, არ ნიშნავს, რომ მეცნიერები ცდილობდნენ ადამიანების შეცდომაში შეყვანას ან დაბნევას, ისინი თავადაც იბნეოდნენ ამ ნივთიერებების კვლევისას.
 

წიმანდებარე კვლევები ატარებდნენ ერთგვარ დაკვირვების ფუნქციას. მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ მათში, ვინც თევზით იკვებებოდა უფრო მასიურად, (მაგალითად გრენლანდიელი ესკიმოსები, და ასევე კვებეკის მთელი რიგი ეთნიკურ ჯგუფები), გულის დაავადებათა მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა შედარებით მაღალი, ვიდრე კაცობრიობის სხვა წარმომადგენლებში. როგორც მიხვდით, ზემოთხსენებული ეთნიკური ჯგუფების საკვები რაციონის ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ცხიმიანი თევზის ხორცი. სწორედ ამიტომ, მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ ყველაფერი ეს გამომდინარეობს თევზის ცხიმმჟავა ომეგა 3-ის შემადგენლობიდან.
 

საინტერესო ფაქტია ის, რომ აღნინული კვლევებისას, სხვა შესაძლო მიზეზები, როგორიცაა მაგალითად ჯანსაღი ან მოძრავი ცხოვრების წესი, მავნე ჩვევების არქონა ან უბრალოდ კარგი ეკოლოგიური პირობები უბრალოდ ყურადღების მიღმა დარჩა.
 

სრულფასოვან სისტემატურ ანალიზამდე მეცნიერებამ მისვლა შეძლო სულ ცოტა ხნის წინ. ორგანიზაცია Cochrane-მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნახსენებია 79 რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევა, რომლებშიც მონაწილეობა მიღებული აქვს 112 059 მოხალისეს.
 

ამ კვლევების უმრავლესობაში, ერთმანეთს ადარებდნენ იმ პაციენტების გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, რომლებიც იღებდნენ ომეგა 3-ის შემცველ ბიოდანამატებს, ან მიირთმევდნენ ისეთ პორდუქტებს, რომლებიც ჭარბად შეიცავდნენ ცხიმმჟავებს (თევზის ქონი, მიწის თხილი, მცენარეული ცხიმი) და მათი, ვინც იღებდა პლაცებოს ან აიგნორებდა ომეგა 3-ს. მოხალისეების ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები აკვირდებოდნენ 12-დან 72 თვის მანძილზე. თუმცა, ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავდნენ.
 

გამოდის, რომ ომეგა 3-ის ცხიმმჟავები არანაირად არ ახანგრძლივებენ სიცოცხლეს და არ აუმჯობესებენ გულ-სისხლძართვთა მდგომარეობას, რასაც აქამდე ვარაუდობდნენ.

 

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აღარ უნდა მივიღოთ ომეგა 3?
 

შეიძლება ითქვას, რომ გაოგნებული მეცნიერები ამ საკითხზე ისევ ფიქრობენ.
 

კვლევითი ორგანიზაცია Cochrane-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია მსოფლიო დონის ექსპერტების რეაქცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ომეგა 3-ის მჟავები ფუჭი აღმოჩდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია რამოდენიმე ციტატა:
 

„იმის საფუძველი, რომ არ ვენდოთ Cochrane-ის სისტემატიურ ანალიზს, არ არსებობს. თუმცა, ომეგა 3-ის სრულად ამოღება მოხმარებიდან, ნამდვილად არ ღირს. Cochrane-ის მიმოხილვაში კვლევები ეხებოდა მხოლოდ კავშირს ომეგა 3-სა და გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას, შესაბამისად, ამ ცხიმმჟავების სხვა სასარგებლო თვისებების კვლევა გულდასმით არ მომხდარა.“
 

„დღეისათვის ითვლება, რომ ომეგა 3-ის მიღება ამსუბუქებს დეპრესიულ მდგომარეობას, ამცირებს მენტალური დაავადებების რისკს, ის ბერძვის ანთბით პროცესებს და აუტოიმუნურ დაავადებებს... და ალბათ ასეც არის, რადგან ჯერჯერობით რაიმე საწინააღმდეგო დადგენილი არ არის.“
 

„ყოველთვის ნორმალურია, როცა ახალი მონაცემების გაჩენა მედიკოსებს აიძულებს გადახედონ ძველ რეკომენდაციებს. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ წარმოდგენილ იქნას გაცილებით უფრო ავტორიტეტული კვლევები, რომლებიც გაამართლებს ომეგა 3-ს და ხელახლა დაამტკიცებენ ამ ცხიმმჟავების მიღების საჭიროებას, გულ-სისხლძარღვთა პროფილაქტიკის მიზნით.“
 

გამომდინარე იქედან, რომ კონკრეტული მამტკიცებელი კვლევა იმისა, თითქოს ომეგა 3-ის დანამატების მიღება გარდაუვლად უწყობს ხელს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას, ანდა კვების რაციონში თევზისა და თხილის შეტანა სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით ნამდვილად გამართლებულია - არ არსებობს, ამ ნივთიერების მიღებაზე საკუთარი ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საკითხის მინდობა უბრალოდ უაზრობაა. უმჯობესია თანხა გადაიხადოთ ბოსტნეულის შეძენაზე.
 

ცნობისათვის, ჩვეულებრივი კარტოფილიც შეიცავს ომეგა 3-ს. ასე რომ, „შეუცვლელი“ ცხიმმჟავების გარეშე ისედაც არ დარჩებით.

ომეგა 3 - ანოტაცია 

ომეგა-3 (საბავშვო) - ანოტაცია

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.