მოზარდების და ახალგაზრდების ნარკოტიკისადმი ლტოლვა

მოზარდების და ახალგაზრდების ნარკოტიკისადმი ლტოლვა

5995 ნახვა
მოზარდების და ახალგაზრდების ნარკოტიკისადმი ლტოლვას პიერ პაულო პაზოლინი ასე ხსნის:
 
"რატომ იღებენ ნარკოტიკებს? ეს შეუძლებელია მესმოდეს, მაგრამ შემიძლია ჩემებურად ავხსნა. ნარკოტიკებს იღებენ კულტურის ნაკლებობის გამო. ნათელია, რომ მას, ვინც ნარკოტიკებს მიმართავს სიცარიელის ამოვსება, დანაკლისის კომპენსაცია სურს, რომელიც თავგზას ურევს და აფრთხობს... პირველი მსხვერპლი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც კულტურული დაცულობა არ გააჩნიათ...
თანამედროვე სამყარომ განმანათლებლობის, მეცნიერების, ტექნიკის, კომფორტის, კეთილდღეობის ეიფორიის შემდეგ, გაუცხოებული ადამიანი საკუთარ თავს მიანდო და ატერორებს მას.  საკუთარი „მეს“ დაკარგვის შიშს უნერგავს... ესაა შიში საკუთარი სიცარიელის მიმართ, რომლის ამოვსებისთვისაც ხშირად ყველაზე მარტივს-ნარკოტიკს მიმართავენ."
 
ბავშვთა და მოზარდთა თეატრ-სტუდია „etcetera“-ს კარი ყველასთვის ღიაა ყოველგვარი შერჩევითი ტურების გარეშე. მიზეზი შემდეგია:
„დღესდღეობით თითქმის ყველა მშობელი ჩივის, რომ შვილის ინტერესების სფერო მწირია და „ინტერნეტში დაკარგული“... როცა ასეთ საერთო ფონზე მოდის მოზარდი, რომელსაც ამოძრავებს ინტერესი, სწრაფვა, მიზანი, მუშაობის და შემოქმედების სურვილი- არ შეიძლება მისთვის წუნის პოვნა და უკან გაბრუნება! 
ამასთანავე წლების გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ საბოლოო ჯამში ბავშვი რომელიც შესაძლოა არ მიგვეღო კასტინგის შედეგად, არანაკლებ შემოქმედებითი და პროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს ვიდრე ის ვისაც მივიღებდით...“ - ამბობს სტუდიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მსახიობი მარიამ ჯოლოგუა. 
 
„etcetera“  არავის პირდება, რომ მათგან არტისტებს “გამოიყვანს“. სტუდიის მთავარი მიზანი ეს არაა. აქ თეატრალური ხელოვნების გზით და დახმარებით მოზარდებისთვის იხსნება ინტერესების სფერო, მიეწოდებათ სულიერი საზრდო, ეჩვევაინ საქმეს - რომელიც გაიტაცებს მათ... იძენენ სამეგობრო წრეს სადაც ყველა ერთი იდეითაა მოცული და ერთი საქმისთვის მხარდამხარ იღწვიან.
 
ბავშვთა ჯანმრთელობა მხოლოდ ჯანსაღი სხეული არაა. შინაგან სიჯანსაღეს გაცილებით მეტი ზრუნვა სჭირდება.
 ჩვენ ვიღწვით ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვობისთვის და ჯანსაღი პიროვნებების ფორმირებისთვის!
 
 
 
დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.