newhospitals

დოპელფერც აქტივი ომეგა-3 საბავშვო 30 კაფსულა

დოპელფერც აქტივი ომეგა-3 საბავშვო 30 კაფსულა
ანოტაციის მომწოდებელია
0
6
რეკომენდაცია
0შეფასება
185452ნახვა

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. აღწერა: ყვითელი ფერის, რბილი, საღეჭი კაფსულები ხილის გემოთი.

• საღეჭი კაფსულები სასიამოვნო გემოთი, შექმნილი სპეციალურად ბავშვებისთვის ;
• განსაკუთრებული ტექნოლოგიით დამუშავებული კაფსულები;
• მაღალეფექტური და უვნებელი; • შეიცავს მაღალხარისხოვან ვიტამინების კომპლექსს.
• კომპონენტების ეფექტურობა დამტკიცებულია მრავალი კვლევით.

 

შემადგენლობა:

თითოეული კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერებები:

ომეგა 3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები 410 მგ(17 მგ, 75 მგ.), ცილები 80 მგ, ნახშირწყლები 130 მგ, ვიტამინი - 0,4 მგ, ვიტამინი 3 - 2,5 მკგ და ვიტამინი - 6 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მცენარეული გლიცერინი, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი, ხილის დამატკბობელი, ნატრიუმი (შარიანი).
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ჯგუფიდან, ნახევრადუჯერი ეიკოზაპენტაენური (EPA), და დოკოზაჰექსაენური (DHA) ცხიმოვანი მჟავებით, ასევე A, D3, E ვიტამინებით. ომეგა - 3 ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავები, მნიშვნელოვანი კომპონენტია ბავშვის ორგანიზმის განვითარებაში: (DHA) წარმოადგენს თავის ტვინისა და თვალის ბადურის უჯრედოვანი მემბრანების საშენს, ხოლო (EPA) ნეირონალური ზრდის ხელშემწყობს. ომეგა-3 (საბავშვო) - შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის, რომლის მიზანს თავის ტვინისა და მხედველობის სისტემის სწორი ფუნქციონირების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ომეგა-3 ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრირებას, ყოფაქცევას, ამაღლებს სწავლისა და პრობლემათა სწრაფად გადაწყვეტის უნარს. ანტიანთებითი, იმუნომოდულარული, და ანტიალერგიული მოქმედების უნარი, რომელიც ომეგა-3 ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს გააჩნია, მის შემადგელობაში ეიკოზანოიდების სისტემის არსებობითაა განპირობებული. ომეგა - 3 ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები _ კონკურენტული ანტაგონისტია არაქიდონის მჟავისა ციკლოქსიგენაზურ-ლიპოქსიგენაზურ დონეზე, რაც ვლინდება პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სპექტრის მოდიფიკაციით, ანთებისა და ალერგიის ინდუქტორების პროდუქციის შემცირებით, თრომბოციტების ადგეზიით, ვაზოკონსტრიქციით, აგრეგაციის აქტივაციით და ა.შ. ვიტამინი A(რეტინოლი) მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ხელს უწყობს მხედველობითი აპარატის სწორ ფუნქციონირებას, ამცირებს ფიზიკური დატვირთვის შემდგომ დაღლილობას, საჭიროა ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ვირუსული დაავადების მიმართ ბრძოლისუნარიანობისთვის. ვიტამინი 3 (ქოლეკალციფეროლი) არეგულირებს ფოსფორ-კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმლებიდან ფოსფატების გამოყოფას; ვიტამინი 3 განსაკუთრებულია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის. ვიტამინი (ტოკოფეროლი) - მოქმედებს თავისუფალი რადიკალების რეაქციათა შემაკავებლად, ანტიოქსიდანტურად, თრგუნავს წყალბადის ზეჟანგის წარმოქმნას, რომელიც აზიანებს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს უჯრედოვან და სუბუჯრედოვან მემბრანებს. ხელს უწყოფს ნერვული და კუნთოვანი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

ჩვენება:
• თავის ტვინისა და მხედველობითი აპარატის სწორი განვითარება და ფუნქციონირება;
• კოგნიტური და წერა-კითხვის უნარების გაუმჯობესება;
• მხედველობის, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება;
• სინდრომი - ყურადღების დეფიციტი ჰიპერაქტიურობით; კომპლექსურ თერაპიაში:
• მოზარდებში - ასაკობრივი დეპრესიის დროს;
• კანის დაავადებებში: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა;
• ნებისმიერი წარმოშობის ართრიტების დროს;
• აუტოიმუნური დაავადებების დროს. უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ. გვერდითი მოქმედება: შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები. მიღების წესები: კაფსულა უნდა დაიღეჭოს დღის პირველ ნახევარში, ჭამის შემდეგ.

 

დოზირება:

2-დან - 6 წლამდე თითო კაფსულა დღეში ერთხელ, 6-დან - 18 წლამდე თითო კაფსულა დღეში ორჯერ. მიღების კურსი: არა ნაკლებ 3 თვისა. კურსის განმეორება ექიმის რეკომენდაციით. დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეპსიური მოვლენები (გულისრევა, დიარეა). მკურნალობა ასეთ შემთხვევებში: სიმპტომური. პრეპარატის მიღების შეწყვეტა. სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: პრეპარატის მოქმედებას აძლიერებს: ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმი. გამოშვების ფორმა: 20 რბილი, საღეჭი კაფსულა. მუყაოს კოლოფში - ერთი ფირფიტა, ჩანართ ფურცელთან ერთად. შენახვის პირობები: არა უმეტეს 30 გრადუსისა, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოყენების ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან. ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება. აფთიაქიდან გაცემა: ურეცეპტოდ. მწარმოებელი: ომეგა-3 (საბავშვო) - არის, პროდუქტი კომპანია ჟიუსტ საქფ-ის სავაჭრო მარკით, ს/ჰაუნ იგნასიო დე ტენა 8, 28027 მადრიდი, ესპანეთი, ფარმაცევტული კომპანია ფარმ მედიკას დაკვეთით, ჟენევის მოედ. უოტეპფრონტ დრაივ, 3469, როად ტაუნ, ტორტოლა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.