ახალი თემაა და შეიძლება ტერმინის ზუტი განმარტება არ იცოდე, ამიტომაც პირველ რიგში აგიხნი - რა არის ტელემედიცინა?
ტელემედიცინა თანამედროვე მედიცინის მიმართულებაა, რომელიც ეფუძნება თანამედროვე კომპიუტერული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებას სპეციალისტთა შორის სამედიცინო ინფორმაციის მიმოცვლისთვის კონკრეტული პაციენტის დისგნოსტიკისა და მკურნალობის ხარისხის ამაღლებისა და მისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის.ამერიკაში ტელემედიცინა სულ უფროდაუფრო პოპულარული ხდება. Global Market Insights-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის ამ საბაზრო სექტორის მოცულობამ 38.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო პროგნოზების თანახმად, 2025 წლისთვის 130,5 მილიარდი დოლარამდე გაიზრდება. შედეგები არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნა ძალიან დიდია, რისი დაკმაყოფილებაც ახლა ტექნოლოგიებს მარტივად შეუძლიათ.კომპანია Doximity-ის ახალი კვლევის თანახმად, ეს დიდ ზაგავლენას ახდენს სამედიცინო სფეროში მომუშავე პირებზე. 2015 - 2018 წლებში იმ ექიმების რიცხვი, რომლებმაც ტელემედიცინაში თავიანთი კვალიფიკაცია აიმაღლეს გაორმაგდა და მათი რაოდენობა ყოველწლიურად 20%-ით იზრდება. ამის პარალელურად 2015 - 2017 წლებში 261%-ით გაიზარდა იმ პაციენტების რიცხვი, რომლებსაც ტელემედიცინით სარგებლობა სურდათ.მაშინ, როცა 61 - 70 წლის ექიმები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულები ისეთი ვაკანსიებით, სადაც ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ტელე მედიცინა იყო, სხვა ასაკის წარმომადგენლებში ინტერესი ასე გადანაწილდა:
28,4% - 31 - 40
26,5% 41-50
23,5% 51-60
ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ თუ კი 10 წლის წინ ძალიან ცოტამ იცოდა ტელემედიცინის შესახებ, ახლა ის დღითიდღე უფრო მოთხოვნადი და პოპულარული მეთოდი ხდება.რატომ გახდა ტელემედიცინა ასეთიმოთხოვნადი?
ექიმებისნაკლებობა - რომელიც იწვევს სპეციალისტებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების შეზღუდულ ხელმისაწვდომობას
ტექნოლოგიურიგანვითარება - თანამედროვე სამყარო მოითხოვს მუდმივ განვითარებას. შესაბამისად ტელემედიცინის მეშვეობით ექიმებს საშუალება აქვთ დისტანციურად გაუწიონ კონსულტაციები პაციენტებს და უზრუნველყონ სხვადასხვა სახის მომსახურება.
და რაც მთავარია ტელემედიცინა არის ნაკლებხარჯიანია. ამას ემატება ისიც, რომ უკვდ სადაზღვეო კომპანიები ამ მეთოდით გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებენ.
დღესდღეობით, აშშ-ში ტელემედიცინის მომსახურება უფრო მეტად ორიენტირებულია პირველად სამედიცინო დახმარებაზე. იდეაში, ამისთვისაც შეიქმნა ის, რათა გაუწიოს პაციენტებს პირველადი დახმარება, ხოლო სიღრმისეული კვლევებისთვის ექიმები ჯერჯერობით მაინც პირისპირ კონსულტაციებს არჩევენ.და შენ მოგწონს ეს თანამედროვე მეთოდი?