საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია

საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია

2182 ნახვა
9 ივნისს  ჟორდანიას განახლებული კლინიკის ორგანიზებით ტარდება სამედიცინო კონფერენცია თემაზე ახალი ხედვა რეპროდუქტოლოგიაში აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია, მედიცინის ამ დარგის განვითარებისთვის.. კონფერენცია მსოფლიოს უახლეს სამედიცინო მიღწევებს და სიახლეებს მიეძღვნება , რომლის ფარგლებშიც ,ქართველ ექიმებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ ჟორდანიას კლინიკისა და უცხოელი კოლეგების როგორც კლინიკურ, ასევე სამეცნიერო გამოცდილებას.

კონფერენცია თემატური სესიებით იქნება დაყოფილი, სადაც ქართველი და მოწვეული დელეგატები ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე როგორიც არის: უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და მასთან დაკავშირებული გენეტიკური კვლევები, ინ ვიტრო განაყოფიერება, მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, კლინიკის შედეგები ამ მიმართულებით, შვილოსნობის ფუნქციის შენახვა  ონკოლოგიურ პაციენტებში, ჰისტეროსკოპიის როლი ადრეულ და გვიან რეპროდუქციულ ხანაში.

ღონისძიების მეორე ნახევარი  დაეთმობა იოსებ ჟორდანაისადმი მიძღვნილი სიუჟეტის  ჩვენებას და გამოფენას.

2016 წელს, ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა VIVO Medical Group- შიგაერთიანდა.ჯგუფში გაერთიანების შემდეგ სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით და ახალი შემადგენლობით ფუნქციონირებს

მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ზაზა ბოხუა და თამარ გაბუნია.

კონფერენციის მომხსენებლებს შორის იქნებიან დარგის წამყვანი სპეციალისტები ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმათულებით.

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.