რას იწვევს ბიჭის მკაცრად აღზრდა?

რას იწვევს ბიჭის მკაცრად აღზრდა?

18457 ნახვა
 

დედების მხრიდან ბიჭ შვილებზე ემოციური ძალადობა ტაბუირებული, მწვავე და აქტუალური თემაა.

 

ბოლო წლებში მსოლფიოს მასშტაბით აქტიურად და ღიად დაიწყეს ქალებზე და ბავშვებზე ძალადობის ფაქტებზე საუბარი. იქმნება უამრავი სოციალური პროგრამები ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად. ქალები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა უკვე აღარ იმალებიან, პირიქით, ისინი ასეთი ორგანიზაციების და მოძრაობების ლიდერები ხდებიან.

 

ჩვენ ყველანი ვცდილობთ მათ თანაგრძნობას და მხარდაჭერას. ვსწავლობთ არ ვიყოთ ტოლერანტულები მოძალადეების მიმართ და შევაჩეროთ ისინი ნებისმიერ ფასად. ჩვენ ჯერ მთლად მზად არ ვართ მათი მოტივის გასაგებად თუმცა ეს ალბათ საჭირო არც არის. ბევრი რამე ამ სამყაროში ძალიან მკაფიოდ და გასაგებად უნდა ვუთხრათ «არა!».

 

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობა მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებს. როგორც ჩანს, „კეთილმა“ ადამიანებმა უთხრეს, რომ სწორედ მათი მხრიდან წამოსულმა პროვოკაციამ გამოიწვია ძალადობის ფაქტი.

 

ვერ ვუარყოფთ იმასაც, რომ მსხვერპლის ქცევა იზიდავს მოძალადეს. მაგრამ არსებობს მოძალადესთან მუშაობის «ოქროს წესი»: «ძალადობაში ყოველთვის დამნაშავეა მოძალადე».
არანაირი პროვოკაცია არ ამართლებს იმას, რომ ადამიანი არ აკონტროლებდა საკუთარ იმპულსებს და უხეშად დაარღვია იმ ადამიანის პირადი საზღვრები, რომელიც მასზე სუსტია.

 

სწორედ ამიტომ, ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებსაც ბავშვობაში სცემდნენ, მოხდა მათი გაუპატიურება, ან სხვა ტიპის ძალადობრივი ზემოქმედება მათზე - ძალიან რთულია. ეს ჭრილობები არ შუშდება ბოლომდე, ხშირად კი სამუდამოდ ღია რჩება...

 

ვუახლოვდებით მთავარ თემას - ეს არის ძალადობა მამაკაცებზე.

 

ამ შემთხვევაში იგულისხმება ემოციური ძალადობა ბიჭებზე დედების მხრიდან. «დედა – ეს წმინდაა» ხშირად მოისმენთ მამაკაცებისგან. ამ ფრაზის უკან თუ მართლაც მშვენიერი და მოსიყვარულე დედის სახე დგას, მაშინ მამაკაცი არ დაიწყებს ამაზე საუბარს, ის უბრალოდ კარგი ქმარი და მამა იქნება.

 

სხვა შემთხვევაში, ამ „წმინდა“ სახების უკან შესაძლოა იდგეს ნამდვილი მონსტრი ქალის სახით.

 

რთულია დაიჯერო, მაგრამ ზრდასრული მამაკაცების უმრავლესობა მთელი ცხოვრების მანძილზე ამ მონსტრის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. მათ თითქოს ყულფი აქვთ კისერზე მობმული, რომელსაც დანაშაულის გრძნობა ჰქვია და რომლის მეორე ბოლო სწორედ დედის ხელშია.

 

ცხოვრებაში დამოუკიდებლობის ყოველი მცდელობა მათთვის ამ თოკთან ჭიდილია, ასეთმა მამაკაცებმა ისწავლეს ის, რომ უნდა იყვნენ პროგნოზირებადი, თანმიმდევრული და ძალიან საიმედონი. ეს საიმედოობა სულაც არ არის გაცნობიერებული არჩევანი, ეს ცხოვრებისეული აუცილებლობაა იმისათვის, რომ საბოლოოდ არ ჩამოეკიდონ იმ თოკზე და არ დაიხრჩონ. მათი სული ფაქტიურად დედის ხელშია და თავადაც თვლიან, რომ რადგან მან შობა, ე.ი. მათი სხეულისა და სულის სრულუფლებიანი პატრონია.

 

არიან ისეთი მამაკაცებიც, რომლებიც მთელი ცხოვრება დედასთან ერთად ცხოვრობენ და სრულად მის ჭკუაზე დადიან. პირად საკთხებშიც კი დედას ეკითხებიან როგორი გადაწყვეტილება მიიღონ. გაიხსენეთ რამდენია ასეთი მამაკაცი თქვენს გარშემო, რომელსაც რამდენი გოგოც არ მოეწონა ყველა დაიწუნა დედამ და საბოლოოდ ეს მამაკაცი ყოველგვარი პირადი ცხოვრების, საყვარელი ადამიანის გარეშე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე? ბევრი არა? დიახ, იქნება ბევრი, რადგან სამწუხაროდ არიან ასეთი დედები, რომლებიც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად თავიანთი გავლენით იმორჩილებენ ბიჭ შვილებს და ვერც კი ხვდებიან, რომ ეს ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა..

 

მსგავს სიტუაციაში მყოფი მამაკაცების უმრავლესობა 50 წლამდეც კი ვერ ცოცხლობს, რადგან შინაგანი რესურსი არ აქვთ... ზოგჯერ ისინი სასოწარკვეთილებისას აღმოაჩენენ ხოლმე, რომ დედის მიმართ არსებული გრძნობებიდან მხოლოდ მშვიდი აუტანლობა აქვთ და მეტი აღარაფერი, რომელიც ნელ-ნელა გადადის გაუკონტროლებელ ფიქრებში ან გრძნობებში, თუმცა, იქვე უჩნდებათ დანაშაულისა და საკუთარ თავზე ბრაზის გრძნობა იმის გამო, რომ უმადურები არიან და ასე იფიქრეს. გარშემო ამდენი უმწეო ადამიანია და ისინი როგორ არ აფასებენ დედის ამაგს... შემდეგ ძალიან რცხვენიათ ამის გამო და ნანობენ. ფაქტიურად ამ შეგრძნებით იტანჯებიან.

 

ხშირია შემთხვევები, როცა ასეთი მამაკაცები დედებზე ადრე კვდებიან და მისი მხრიდან დედისადმი მორჩილების გამო ამბობენ ხოლმე, რომ ძალიან კარგი ადამიანი წავიდა ამ ცხოვრებიდან, არადა ამ დროს აზრადაც კი არ მოუვა არავის, რომ მას რელურად არანაირი ცხოვრება არ ჰქონია. მას არ მიეცა საკუთარი სურვილების გაგების, საკუთარი ემოციების განცდის საშუალება. ფაქტიურად ვერ გაიხარა... მისი ერთადერთი სიხარული იყო ის, რომ სხვისი სურვილების მიხედვით იქცეოდა.

 

რეალურად ასეთი ადამიანის გარდაცვალება გათავისუფლებაა იმ მუდმივი, უწყვეტი „შინაგანი დედის“ ძალადობისგან, რომელიც მისი ნამდვილი დედის ზუსტი ასლი იყო...

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.