დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების(ხელმეორედ დაინფიცირება), პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
პაციენტს ვირუსი განმეორებით, გამოჯანმრთელებიდან დაახლოებით სამ თვეში დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი ხანდაზმული არ არის.