ავერსის კლინიკაში დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტი გაიხსნა
3147
ნახვა
"ავერსის კლინიკის" ბოგდან ხმელინცკის ფილიალში დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტი გაიხსნა, სადაც დერმატოლოგიურთან ერთად შესაძლებელია კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებაც.
ამიერიდან კლინიკაში შესაძლებელია დამატებით შემდეგი მომსახეურებების მიღება:
პლაზმოთერაპია
მეზოთერაპია
ბიორევიტალიზაცია
ფილერი
,,ავერსის კლინიკა’’ მსოფლიო დონის ამბულატორიულ-სტაციონარული ტიპის მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური დაწესებულებაა, რომელმაც ფუნქციონირება 2007 წლიდან დაიწყო, დღეისათვის კი 12 ფილიალს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით.