პეკინზე დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნება
35155
ნახვა
სექტემბერში პეკინის გამზირზე დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ცენტრი უკვე ერთი თვეა რაც სატესტო რეჟიმში მუშაობს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ჯანმრთელობის ცენტრი 1500 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. პროექტში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მთავარი ინვესტორი ქართველი ბიზნესმენია, ხოლო თანაინვესტორი დავით ტატიშვილი. ჯანმრთელობის ცენტრში უკვე 200- მდე თანამშრომელია დასაქმებული. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ისნის ტერიტორიაზე ტატიშვილის ამბულატორიული კლინიკაც გაიხსნება. როგორც მოგეხსენებათ დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი 1997 წელს პროფესორ დავით ტატიშვილის მიერ დაფუძნდა საქართველოში პირველი კერძო სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების სამედიცინო დაწესებულება „ულტრასონოგრაფიის სასწავლო-კველვითი ცენტრი“. შემდგომ წლებში მოხდა სწრაფი ზრდა და განვითარება.კლინიკის პროფილის სანახავად გადადით ბმულზე : დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი