ორსულთა ფსიქოლოგის მომსახურება

ორსულთა ფსიქოლოგის მომსახურება

8124 ნახვა
რა კავშირშია ემოციური ფონი ორსულობის დადგომასთან და მის შემდგომ განვითარებასთან? როგორ ხდება ფსიქოლოგური პრობლემები ფიზიოლოგიური პროცესის გართულების ან შეწყვეტის საფუძველი?

 

გეშტალტთერაპია ადამიანს განიხილავს როგორც სხეულის, სულისა და გონების ერთობლიობას. ორგანიზმს აქვს თვისება მუდმივად აღიდგინოს მისთვის ჩვეული მდგომარეობა და ცდილობს ის, რაც უცხოა ან მიუღებელი, ის რაც იწვევს ამ შემთხვევაში ჰომესტაზის დარღვევას, მოიცილოს.

 

ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის სრულიად ახალი გამოცდილებაა. ზედმეტი მზრუნველობა, ფიქრი, ნერვიულობა, შფოთვა და დეპრესია არის ორსულობის დადგომის ხელის შემშლელი ფაქტორი. ემოციური ფონი აიძულებს ორგანიზმს ნეგატიურად შეხვდეს უკვე განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს და ხელი შეუშალოს მის ფიქსაციას საშვილოსნოში, რაც გამოიხატება ზედმეტად ძლიერი შეკუმშვებით ე.წ. მომატებული ტონუსით. ეს თავის მხრივ განაპირობებს ნაყოფის განვითარების პათოლოგიას, შეწყვეტას და აბორტს.

 

ტოქსიკოზი - გახანგრძლივებული ან/და გართულებული ასევე ორგანიზმის პასუხია - ემოციური ფონის მიმართ.

 

გართულებული, გახანგრძლივებული ან ნაადრევი მშობიარობა - შედეგია არაადეკვატურად მიღებული ორსულობისა. რასაც თან სდევს მშობიარობის შემდგომი დეპრესია და დედა-შვილის ურთიერთობის გაუკუღმართება ცნობიერ თუ არაცნობიერ დონეზე.

 

გააცნობიერეთ თქვენი სხეულებრივი შეგრძნებები გეშტალტთერაპიის დახმარებით და მიეცით საკუთარ თავსა და ჯერ არ დაბადებულ შვილს ბედნიერი განვითარებისა და ცხოვრების საშუალება!

 

კლინიკა ტვინის ჯანმრთელობის ცენტრი გთავაზობთ ორსულთა ფსიქოლოგის მომსახურებას!

 

 

სტატიის მომწოდებელია - ტვინის ჯანმრთელობის ცენტრი
 

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.