საშიშია თუ არა ორალური სექსი პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის?

საშიშია თუ არა ორალური სექსი პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის?

199381 ნახვა
ყველასთვის ცნობილია თუ რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დაუცველ «ტრადიციულ» სექსს. მაგრამ შეიძლება თუ არა ორალურმა კონტაქტმა გამოიწვიოს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებები და დაავადებები?
 

ადამიანები ორალურ სექსს უფრო უსაფრთხოდ თვლიან და ამაში არის რაციონალური მარცვალი. კონკრეტულად - ის არ იწვევს არასასურველ ფეხმძიმობას, რაიმე დაავადების გადადებაც ნაკლებად შესაძლებელია ამ დროს, ვიდრე სხვა სახის სექსუალური კონტაქტისას. პირის ღრუს ლორწოვანი გარსი - ეს არის ბუნებრივი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ინფექციების სისხლში მოხვედრას, ხოლო ნერწყვი ეხმარება ორგანიზმს ბაქტერიებთან ბრძოლაში.
 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე, ორალურმა სექსმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი დაავადებები, რომელთა განკურნებას საკმაოდ ხანგრძლივი და შეუპოვარი ბრძოლა სჭირდება.
 

ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით მოგიყვეთ თუ რა უნდა გაითვილისწინონ როგორც მამაკაცებმა, ისე ქალებმა იმისათვის, რომ შეძლონ ჯანმრთელობის დაცვა სექსუალური კავშირისას.
 

მექანიკური ტრამვა

ყველაზე ხშირად, ოროგენიტალური კონტაქტისას ზიანდება ენის ლაგამი, შესაბამისად, საჭიროა ორალური სექსის ინტენსივობა აკონტროლოთ, რადგან ენის მუდმივ ტრამვირებას შესაძლოა მოჰყვეს ბაქტერიული დაინფიცირება, რასაც ახლავს გვერდითი მოვლენებიც, რომელთა მკურნალობას შემდეგ ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.

ზოგჯერ ფელაციამ შეიძლება გამოიწვიოს სასის დაზიანება, რასაც თან სდევს სიწითლე და ლაქების გაჩენა, თუმცა ასეთ დროს უსიამოვნო შეგრძნება შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ადამიანს. ლაქები ჩვეულებრივ ერთ კვირაში ქრება, მაგრამ ამ პერიოდში სასურველია ორალური სექსისგან თავის შეკავება.
 

ინფექციური დაავადებები

მექანიკური ტრამვა სამწუხაროდ ერთადერთი ნეგატიური შედეგი არ არის ორალური სექსის შემდეგ. მაგალითად, თუ ერთ-ერთ პარტნიორს აქვს ჰერპესი, ჰონორეა, ქლამინდოზა ან სხვა ვენერიული დაავადება, მაშინ დაუცველი კონტაქტისას არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს დაავადებები გადავიდეს მეორე პარტნიორზე.
 

რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ყველაზე ხშირად გვხვდება ფარინგიტი და ტონზილიტი - საყლაპავისა და ნუშების ლორწოვანი გარსის დაზიანება, რასაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და რიგ შემთხვევებში უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. ზოგიერთ შემთხვევაში ზიანდება ღრძილებიც, რაც ვლინდება წყლულების გაჩენით.

მსგავსი სიმპტომების გაჩენისას ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ დაიწყოთ თვითმკურნალობა, რადგან ამან შეიძლება გაართულოს დიაგნოზის დასმის პროცესი. ვენერიულ დაავადებებთან ხუმრობა ძალიან სახიფათოა, მათი მკურნალობა საჭიროა გადაუდებლად და სასწრაფოდ!
 

კანდიდოზი

რძიანა, ანუ პირის ღრუს კანდიდოზი - არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც ჩვეულებრივ ვლინდება დასუსტებული იმუნიტეტის არსებობისას. ამ დაავადების შეძენა ასევე ხდება ორალური სექსის დროს იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორს აქვს სასქესო ორგანოს კანდიდოზი.

რძიანას ამოცნობა შესაძლებელია მისთვის დამახასიათებელი თეთრი ნადებით, რომელიც გვხვდება სასაზე, ლოყებზე, ენაზე და ზოგჯერ თან ახლავს ყელის ანთება და ტკივილი.

თუ ასეთი სიმპტომები გამოვლინდება, აუცილებად უნდა მიმართოთ ექიმს: ის დაგინიშნავთ გამოკვლევებს და გამოგიწერთ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს.
 

მძიმე დაავადებები: ყელის კიბო, სიფილისი, შიდსი

ყელის კიბოს ერთ-ერთი მიზეზი არის ადამიანის პაპილომა-ვირუსი, რომელიც ასევე გადადის ოროგენიტალური კონტაქტისას.

სამწუხაროდ, ამ დაავადების ძირითადი სიმპტომები — ხმის ჩახლეჩვა, ხროტინი, ჭარბი ნერწყვიანობა - თავიდანვე არ ვლინდება და პაციენტები გვიან იწყებენ გამოკვლელვების ჩატარებას. ტკივილი ვლინდება უკვე გვიან სტადიებზე, დაავადებულებს ეწყებათ ხველა, ეკარგებათ ხმა, ურთულდებათ სუნთქვა. ზოგჯერ სიმსივნე გადადის ენასა და ნუშებზე.

დაუცველი ორალური სექსისას შესაძლებელია ადამიანის დაავადება სიფილისით ან აივ-ინფექციით. ამ შემთხვევაში პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ჩნდება სხვადასხვა სახის დაზიანება. მაგალითად, სიფილისის დროს ხშირად ვლინდება უმტკივნეულო წყლულები (ყველაზე მეტად ტუჩებზე), რაც გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება თავად გაქრეს და ავადმყფი შეცდომაში შეიყვანოს, რომელსაც თავის მხრივ ჰგონია, რომ საფრთხე აღარ არსებობს და შესაბამისად დიაგნოზის დასასმელად გამოკვლევებზე წასვლასაც აგვიანებს.

შიდსით დაავადებისას, იმუნიტეტის დაქვეითების გამო, ადამიანს ადვილად ერევა ინფექცია, ამიტომ, პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს
ღრძილების ანთება და სხვა არასასიამოვნო პროცესი.
 

როგორ ვებრძოლოთ ზემოთჩამოთვლილ დაავადებებს?

  1. უმთავრესი რჩევა — უარი თქვით დაუცველ ორალურ სექსზე გადაუმოწმებელ და შემთხვევით პარტნიორთან! პრეზერვატივი და ლატექსის ხელსახოცები ქალბატონებისთვის მინიმუმამდე დაიყვანს დაავადების შანსებს.
     
  2. აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, კბილების რეგულარუად ხეხვა და წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ანთება, დაზიანება, სისხლმდენი ღრძილები და ა.შ. ზრდის სისხლში ინფექციის მოხვედრის შანსებს.
     
  3. უმჯობესია ორალური სექსისგან თავის შეკავება, თუ პარტნიორს სასქესო ორგანოზე აღენიშნება სიწითლე, გამონაყარი ან თეთრი ნადები. ასევე არ არის რეკომენდირებული კუნილინგუსი მენსტრუაციის დროს.
     
  4. ექიმების მხრიდან არარეკომენდირებულია ორალური სექსით დაკავება, თუ ადგილი ჰქონდა ღრძილების და კბილების დაავადებების მკურნალობას უახლოეს წარსულში. სქესობრივი აქტის დასრულების შემდეგ რეკომენდირებულია პირის ღრუს საგულდაგოლოდ გამორეცხვა ანტიბაქტერიული ხსნარით.
     
  5. აუცილებელია სამედიცინო შემოწმების რეგულარულად გავლა და სამედიცინო დახმარების მიღებისთვის მიმართვა პირველივე სიმპტომებისას. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომელზეც ნათქვამია: „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“-ო.

    თოდუას კლინიკა
დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.