მიზეზები, რის გამოც მამაკაცი ვერ უმკლავდება ძლიერ ქალს

მიზეზები, რის გამოც მამაკაცი ვერ უმკლავდება ძლიერ ქალს

36046 ნახვა
ზოგიერთ მამაკაცს არ შეუძლია ძლიერ ქალთან გამკლავება, ქვემოთ მოცემულია 10 მიზეზი თუ რატომ...

 

რა აძლიერებს ქალს? - მისი მუდმივი ბრძოლა, მსხვერპლშეწირვა ან სრული უგულებელყოფა. მხოლოდ ძლიერ ადამიანურ ნატურას შეუძლია გადაიტანოს ტკივილის სინდრომი, ბოლომდე გადალახოს მწარე გამოცდილება და შეძლოს პატიება. თქვენს წინაშე არიან თვითკმარი დამოუკიდებელი და მოსიყვარულე ქალები. მათ სულაც არ ეშინიათ საკუთარი მოწყვლადობის დემონსტრირების. ასეთი რეალობის პირობებში ჩნდება შეკითხვა: «როგორ შეუძლია ასეთ ქალს, ხელი კრას მამაკცს?».

 

წარმოგიდგენთ იმ ათ პირველად მიზეზს, რომელთა გამო მამაკაცებს არ შეუძლიათ ძლიერ ქალთან გამკლავება:

 

1. ძლიერ ქალს არ სჭირდება მამაკაცი, რომელიც ბრძოლას გამართავს მის გამო

 

ყველა მამაკაცისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ ვინმესთვის საჭიროა. მამაკაცებისთვის ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ბრძოლა იმართება მარადიული სიყვარულისთვის და მისი მხრიდან ქალის მოსახიბლად. ძლიერ ქალს ახასიათებს სიყვარულის გამოვლენა რჩეული მამაკაცის მიმართ, მაგრამ ამასთანავე იგი რჩება სრულიად დამოუკიდებელი და გადაწყვეტილების თავისით მიმღები. სწორედ ძლიერ ქალს შეუძლია იბრძოლოს ორისთვის და არ სჭირდება ისეთი მამაკაცი, რომელიც მის მაგივრადაც დაიწყებს ბრძოლას. ქალის ასეთ ტიპს შეუძლია თავად მოაგვაროს პრობლემები. მათ არ ახასიათბთ მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა. დაიმახსოვრეთ: ასეთ ქალებს არ სჭირდებათ მამაკაცი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად იღებს.

 

2. ძლიერმა ქალმა ყოველთვის იცის, რა უნდა ყველაზე მეტად

 

ძლიერმა ქალებმა საკუთარი სურვილები კარგად იციან, და ასევე კარგად ესმით მათი რეალიზების შესაძლებლობები რამდენად აქვთ. მათ არ ავიწყდებათ განვლილი გზა, თუ რის ფასად დაუჯდათ სასურველის მიღწევა. როცა შეუყვარდება, ასეთი ქალი პირველ ნაბიჯსაც დგამს და არ იწყებს ლოდინს, როდის ეტყვის რამეს მამაკაცი. მათთვის დამახასიათებელია ურთიერთობების სიმყარე, რაც ძალიან ხშირად კაცობრიობის ძლიერ სქესად აღიარებულ წარმომადგენლებს საკმაოდ აშინებთ. ძლიერ ქალებს არ ახასიათებთ მორჩილება. მათ მთლი გულით უყვართ, მაგრამ ამასთანავე ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას. აღნიშნული ტიპის ქალი ენდობა მხოლოდ ისეთ მამაკაცს, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებულია.

 

3. ძლიერი ქალი ურთიერთბებში ითხოვს გულახდილობას

 

მამაკაცებს არ მოსწონთ რთულ შეკითხვებზე პასუხების მოგონება. ძლიერი ქალის მიზანია გაარკვიოს სიმართლე მამაკაცის პიროვნებისა და განვილილი ცხოვრების შესახებ. მამაკაცი ურთიერთობებში მათი წარმოდგენით უნდა იყოს გულახდილი, რადგან თავიდანვე სწორად დაწყებულ ურთიერთბას ნაკლები გულის ტკივილი მოსდევს.

ძლიერ ქალებს უნდათ, რომ დარწმუნებული იყვნენ თავიან რჩეულში, რომელთან ერთადაც შეძლებენ ნაბიჯების გადადგმას სამომავლოდ.

მხოლოდ ძლიერ ქალებს არ აშინებთ წარსული. ისინი მუდმივად იმის ძიებაში არიან, თუ რამ გახადა ადამიანი ისეთი, როგორიც ახლა არის. მამაკაცებს კი ხშირ შემთხვევაში ახასიათებთ გულახდილობისთვის თავის არიდება, რადგან ეშინიათ სუსტები არ გამოჩნდნენ.

 

4. მხოლოდ ძლიერ ქალს არ შეაშინებს არასოდეს ინტიმური სიახლოვე

 

ის თავად იქნება გამოწვევის ინიციატორი მსგავს ურთიერთობებზე წასვლისას. ის მაქსიმალური კომფორტს გრძნობს საკუთარი ქალურობით და იმის მოლოდინით, მისი რჩეულიც ზუსტად ასევე გახსნილია იმისთვის, რაც თან სდევს ინტიმურ სიახლოვეს. დარწმუნებული იყავით, რომ ძლიერ ქალთან ველური ვნებაც დაგჭირდებათ, არამიწიერი ლტოლვა და უდიდესი მგრძნობელობის გამოვლენაც.

 

5. ძლიერი ქალი სიმართლეს ტყუილშიც ხედავს

 

ძლიერ ქალებს ახასიათებთ ურთიერთობებში გულახდილობა, ამიტომ, იგივეს მოითხოვენ რჩეულთაგან. ასეთი ტიპის ქალები ეგრევე იჭერენ ტყუილს, შესაბამისად, თქვენი ნებისმიერი მცდელობა რამენაირად მოატყუოთ მას, იქნება ფუჭი. ის ვერ იტანს დაპირებებს, რადგან თქვენს წინაშეა ქალის სხეულში ჩასახლებული სიცრუის დეტექტორი. იყავით გულახდილი, რადგან ის არ ეგუება მატყუარა და ანგარებიან ადამიანებს. თქვეინ ნეგატიურობის შემთხვევაში, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ყოველგვარი ყოყმანისა და პრობლემის გარეშე გაგათავისუფლებთ საკუთარი არსებობისგან.

 

6. ძლიერ ქალს სჭირდება თქვენი მტკიცე ხასიათი და გონივრულობა

 

ძლიერი ქალები ვერ ეგუებიან სუსტი ნებისყოფის, მერყევ და წუწუნა მამაკაცებს. ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი რჩეული მტკიცე ხასიათის მატარებელი და საკუთარი სიტყვის დამცველია. თუ ოდნავ სისუსტეც კი შეამჩნიეს რჩეულს - ურთიერთობა სწრაფად წყდება, თან ისე, რომ არავითარ შემთხვევაში არ იწყებენ ადამიანის გრძნობებით თამაშს. ურთიერთბას წყვეტენ იმ შემთხვევაშიც, თუ მამაკაცის მხრიდან უპატივცემულობას დაინახავენ. ყველაზე საშინელი, რაც ასეთი ტიპის ქალთან მამაკაცმა შეიძლება გააკეთოს, ეს არის მისი ძალის დასუსტების მცდლეობა - ამას ის ნამდვილად არ გაპატიებთ.

 

7. დაძაბულობა

 

ძლიერ ქალს ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა ცხოვრების გზაზე, რამაც რეალურად აქცია ის ძლიერ პიროვნებად. იმის გაცნობიერება, რომ ცხოვრებაში ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს რთული მომენტი, ძლიერ ქალს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს. აი რატომ უჭირთ მამაკაცებს ასეთი ქალების მიღება. თუმცა, ასეთი ქალი ყოველთვის მზად არის გადაწყვეტილების მისაღებად, საკუთარი ტკივილისა და დარდის გასაზიარებლად, თავის მხრივ, მამაკაცისგან ელის იგივეს. მის სამყაროში საიდულოები ნაკლებად არის.

 

8. ძლიერი ქალური ნატურა არავის არ ელის

 

ასეთი ტიპის ქალი ნათელი მაგალითია იმ პიროვნების, რომელიც მზად არის ჯოჯოხეთშიც კი წავიდეს მაშინაც კი, როცა დარწმუნებულია საკუთარი რჩეულის ერთგულებაში. თუმცა, როცა თქვენ უკან დახევას გადაწყვეტთ, დარწმუნებული იყავით, რომ მისი მხრიდან არანაირ ზეწოლას ადგილი არ ექნება. მისი ქცევის მოდელში არ დევს მამაკაცის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების ლოდინი: ვისთან უნდა მას ყოფნა. ძლიერ ქალებს არაფერში სჭირდებათ სუსტებისთვის დამახასიათბელი თამაში და როლის მორგება. აი რატომ სჯობს თავიდანვე გადაწყვიტოთ და თან გააცხადოთ, ვისთან გსურთ ყოფნა - მან უნდა იცოდეს თქვენი სურვილისა და არჩევანის შესახებ. თუ თქვენი პასუხი მისთვის უარყოფითი იქნება და მას ამით გული ეტკინება, ის მზად არის იარები მოიშუშოს და ფეხზე ადგეს ახალ სირთულეებთან შესახვედრად.

 

9. ძლიერი ქალი უპირობოა თავის სიყვარულში

 

ძლიერ ქალებს ახასიათებთ ერთგულება, რომელიც კომბინირებულია მკვეთრ აღმზრდელობით ქმედებებთან და რაღა თქმა უნდა რჩეულის მიმართ ძლიერ სიყვარულთან. ეს მოიცავს მზრუნველობით დამოკიდებულებასაც. ძლიერი ქალი ყველანაირად მხარში უდგას რჩეულ მამაკაცს, ეხმარება და მხარდაჭერას უცხადებს ნებისმიერ საკითხში. გასაოცარია, მაგრამ სწორედ ამ ნიშან-თვისებების გამო, ბევრ მამაკაცს უჭირს ძლიერ ქალთან ურთიერთბის აწყობა, თუმცა არ შეგეშინდეთ, რადგან ის თავად გაგიშვებთ, რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს მისთვის, რადგან ძლიერმა ქალმა ყოველთვის იცის საკუთარი თავის ფასი.

 

10. ძლიერი ქალი თვალს აგიხელთ საკუთარი თავის დასანახად

 

ძალიან რთულია საკუთარი ნაკლის დანახვა, განსაკუთრებით გვერდიდან. ძლიერი ქალი საკუთარ რჩეულს მიუთითებს ნაკლზე, რომელიც მისი აზრით გადასახედი და გამოსასწორებელია. ამასთან, მისი არსებობა თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ უნიკალური, თავდაჯერებული და ბევრი სხვა დადებითი ნიშნის მატარებელი ადამიანი ხართ.  

 

ასეთი გამოცდის ჩაბარება მამაკაცების უმრავლესობის ძალებს აღემატება. გამოდის, რომ ნატურით ძლიერ ქალს, ასევე ძლიერი მამაკაცი სჭირდება, რადგან სუსტები გაცნობის პირველ ეტაპსაც კი ვერ გაივლიან.

 

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.