რა არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT)?

რა არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT)?

7154 ნახვა

აქცია თბილისის ჯეო ჰოსპიტალსის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში

ერთი სისტემის სტანდარტული მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა 450 ლარის ნაცვლად 295 ლარი 

იძულებულ გადაადგილებულ პირთა სტატუსის მქონე პირებისთვის ყოველ ხუთშაბათს 250ლ
 

Facebook პოსტი

 

რა არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT)?

მრტ იძლევა საშუალებას უჯრედულ დონეზე აჩვენოს ნებისმიერი ცვლილება ორგანიზმში, რაც შეუქცევადი დაავადებების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, მაგალითად სიმსივნის აღმოჩენა საწყის სტადიაზე. ეს არის თანამედროვე კვლევის ოქროს სტანდარტი და ზუსტი დიაგნოსტიკისთვის შეუცვლელი მეთოდი. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) არის სამედიცინო ვიზუალიზაციის პროცედურა სხეულის შიდა სტრუქტურების გამოსახულების მისაღებად. MRI სკანერები იყენებენ ძლიერ მაგნიტურ ველებს და რადიოტალღებს (რადიოსიხშირული ენერგია) გამოსახულების შესაქმნელად. MR გამოსახულებაში სიგნალი ძირითადად მოდის ორგანიზმში ცხიმისა და წყლის მოლეკულების პროტონებიდან. მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულებები მზადდება მაიონებელი გამოსხივების გამოყენების გარეშე, ამიტომ პაციენტები არ ექვემდებარებიან მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას.

ნეირორადიოლოგიაში MRT ჩვეულებრივ გამოიყენება თავის ტვინის, სახის, თვალების, ყურების, ხერხემლისა და ზურგის ტვინის, აგრეთვე არტერიების და ვენების გამოკვლევისთვის. ის უზრუნველყოფს რბილი ქსოვილების უკეთეს კონტრასტს, ვიდრე კტ და შეუძლია უკეთესად განასხვავოს ცხიმი, წყალი, კუნთი და სხვა რბილი ქსოვილები. ეს იძლევა ზუსტი დიაგნოზის საშულებას.

მრტ კვლევა მნიშვნელოვანია:

  • იშემიური ინსულტის უმწვავესი სტადიის დიაგნოსტირებისთვის;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისას;
  • თავის ტვინის ქერქის დისპლაზიისა და ზურგის ტვინის
  • სტრუქტურული ცვლილების შემთხვევაში;
  • ფოკალური ეპილეფსიების დიაგნოსტირებისას;
  • ნეიროვასკულური კონფლიქტების დროს;
  • ჰიპოფიზის მაკრო და განსაკუთრებით მიკროადენომების სადიაგნოსტიროდ;
  • ხერხემლის პათოლოგიების დროს და სხვა;
 

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება:

www.gh.ge
Facebook - Geo Hospitals • ჯეო ჰოსპიტალსი
Instagram - geohospitals
LinkedIn – Geo Hospitals/ჯეო ჰოსპიტალსი
032 2505 222

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.