5 მიზეზი თუ რატომ უნდა დაკავდეთ ქმართან სექსით ყოველ დღე
გთავაზობთ ცნობილი საოჯახო კონსულტანტისა და გამოცემა The Huffington Post-ის კოლუმნისტის - მეგ კონლის ინსტრუქციას აქტიური სექსუალური ცხოვრების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
1. დედობა — ქალურობის გამოხატვის ერთ-ერთი ბოლო საშალებაა
და ამ როლმა, შესაძლოა ქალს დააკარგვინოს განცდა, რომ არის სექსუალური ობიექტი. დროის უდიდეს ნაწილს დედა ატარებს ბავშვთან, უვლის და ზრუნავს მასზე. პარკში ასეირნებს და ამ დროს სპორტულ ფორმაშია, თავის მოვლას ფაქტიურად ივიწყებს.
თუმცა, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვის გაჩენის, მოვლისა და აღზრდის გარდა, ძველებურად გვერდით გყავთ საყვარელი მამაკაცი, რომელსაც რაც უფრო ხშირად აკოცებთ, მით უფრო მალე მიხვდებით, რომ თქვენ პირველ რიგში ხართ ქალი! რომ ძველებურად შეგიძლიათ ცხოვრების სხვა მხარეებითაც დატკბეთ და მხოლოდ ბავშვის ან სახლის მოვლით არ დაკავდეთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამას ვერასოდეს გააცნობიერებთ, თუ არ ფიქრობთ სექსზე და თქვენთვის სულ ერთია ქმართან ამ მხრივ საკითხი როგორ გაქვთ დალაგებული.
2. თუ თქვენ გსურთ, რომ ქმარი იქცეოდეს ნამდვილი მამაკაცივით, მას უნდა მოექცეთ როგორც მამაკაცს!
ქალებმა მამაკაცებს თავი უნდა აგრძნობინონ სიყვარულის ობიექტად: ამის შემდეგ ისინი უფრო მარტივები გახდებიან და თქვენდამი დამოკიდებულებაც გამოუსწორდებათ. ამის შეგრძნების შემდეგ მათაც ძლიერ მოუნდებათ თქვენთან ყოფნა. თუ თქვენ დაღლილი ხართ, ძალა და ენერგია არ გყოფნით, სადილი დაუკვეთეთ რესტორანში და ნუ დაიწყებთ მის მომზადებას, რათა ბავშვის დაძინების შემდეგ განმარტოებისას, შეძლოთ ქმართან სითბოსა და ალერსის გამოხატვა.
უპრიანი იქნება ურთიერთბის სხვა მომენტებშიც ადეკვატურად მოქცევა, მაგალითად რაც შეიძლება ხშირად გაუღიმეთ, მოეფერეთ, გააცილეთ სამსახურში წასვლისას და თბილად შეხვდით როცა სახლში დაბრუნდება. ხშირად დაენახვეთ შიშველი. მომენტი, როცა კარგ ადამიანს შეუძლია იყოს კარგი და სასურველი ქალიც - ძალიან მნიშვნელოვანია ცოლ-ქმრულ ურთიერთბებში. თუ ყურადღებიანი გახდებით, რამოდენიმე კვირაში გაგიკვირდებათ კიდეც, რატომ აქამდე არ გინდებოდათ ქმართან ფიზიკური სიახლოვე ყოველდღიურად.
3. თქვენ ისევ მოგეწონებათ დროის ერთად გატარება
თუნდაც 2 საათით, მას შემდეგ, რაც ბავში დაიძინებს, მაგრამ ერთად გატარებული დრო ნამდვილად სასიამოვნო იქნება თქვენთვის! გახსოვთ ის ამბიციური და მეოცნებე ბიჭი, რომელსაც ცოლად გაყევით? გახსოვთ როგორ გრძნობდით, რომ ეს იყო დიდი თავგადასავლის დასაწყსი? - არანაირი მიზეზი არ გაქვთ ამ ემოციების დასავიწყებლად.
4. სექსი ხსნის სტრესს
ნებისმიერ დედას პანიკა ეწყება საუზმით. რამდენადაც თქვენ ბევრი რამის მოთმენა გიწევთ, გაქვთ არჩევანიც: სასოწარკვეთლებისგან კედელზე თავის რტყმევა ან „კვამლის გამოშვების“ სხვა საშუალების პოვნა (უფრო სწორად გახსენება), თუ დაფიქრდებით მეორე ვარიანტი უკეთესია.
5. სექსი ამარტივებს ცხოვრებას
როცა თქვენ რეგულარუად გაქვთ სექსი, სულერთი იქნება დადიხართ თუ არა კინოთეატრში, წვეულებებზე ან შოპინგზე.
ბოლოს და ბოლოს, სექსით უნდა დაკავდეთ იმიტომ, რომ ეს დაიმსახურეთ. დიახ, თქვენ ეს დაიმსახურეთ!
ასე რომ, დღეს საღამოს ბავშვები ცოტა ადრე დააძინეთ. დატოვეთ ნიჟარაში გასარეცხი ჭურჭელი და იატაკის წმენდასაც ნუ დაიწყებთ, არაუშავს, იყოს დასვრილი. გამონახეთ დრო იმისათვის, რომ გაიხსენოთ - თქვენ ხართ ქალი!
ამის შემდეგ შედით ოთახში იმ ბიჭთან, რომელზეც ყურებამდე ხართ შეყვარებული. შემდეგ რა უნდა ქნათ, ეგ თავად უკეთ იცით...
დატოვეთ კომენტარი