გაინტერესებთ როდის ღირს პირველად გათხოვება?

გაინტერესებთ როდის ღირს პირველად გათხოვება?

13377 ნახვა
პენსიონერების ქორწინებების ისტორიები — მოსაწყენია.

 

სტატიაში მოყვანილ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად არის, რამდენადაც 80 წლის ამერიკელი მარია ტერეზა კობარი პირველად გათხოვდა!

 

მისი რჩეული 95 წლის კარლოს ვიქტორ სუარეზია, რომელიც აცხადებს, რომ მარიას დანახვისთანავე გული აუძგერდა. მათ ერთმანეთი მოხუცთა ძვირადღირებულ თავშესაფარში გაიცნეს, რომელიც უფრო კურორტს ჰგავს, ვიდრე პანსიონატს. წყვილს სულ რაღაც 8 თვე დასჭირდათ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ და დაქორწინებულიყვნენ. ქორწილმა ახლობლების, მეგობრებისა და პერსონალის ვიწრო წრეში ჩაიარა.

 

პატარძლის ქალწულობის საკითხით დაინტერესებულთათვის პასუხი მზადაა -მარიას ჰყავს ქალიშვილი ანა, რომლის მამამ მისი არსებობის შესახებ არაფერი იცის. მარია კობარი აშშ-ში საცხოვრებლად გადმოვიდა როცა 26 წლის იყო. მას ხელში ჩვილი ანა ეჭირა და ძალიან უჭირდა მარტო მისი გაზრდა. თუმცა პირადი ცხოვრების მოწყობაზე და ბედნიერების პოვნაზე არც ფიქრობდა. და ბოლოს, 80 წლის ასაკში ბედნიერება თავისით მოვიდა მასთან! «არასოდეს დანებდეთ, — აცხადებს კობარი. — მე დიდი ხნის მანძლზე ვიყავი მარტო, მაგრამ ჩემი ცხოვრების სიყვარულს ახლახანს შევხვდი».

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.