ღვიძლის სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი
2647
ნახვა
ღვიძლის სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი - ტრანსარტერიული ქემოემბოლიზაცია აკად. ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრში!ტრანსარტერიული ქემოემბოლიზაცია ნაკლებ ინვაზიური, არაქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც სპეციალური რენტგენოლოგიური კონტროლით ხდება ღვიძლის სიმსივნური უჯრედებით დაზიანებული სეგმენტის მკურნალობა,პროცედურის დროს გამოიყენება სპეციალური მიკრონაწილაკები ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან ერთად და ხდება სიმსივნის მკვებავი პათოლოგიური სისხლძარღვების დახშობა. პროცედურის შემდეგ სიმსივნური წარმონაქმნი ზომაში საგრძნობლად იკლებს და წყვეტს პროგრესირებას.
ტრანსარტერიული ქემოემბოლიზაცია არ საჭიროებს ზოგად გაუტკივარებას;
კლინიკაში პაციენტის დაყოვნება ხდება მხოლოდ 2-3 დღე;
პაციენტს არ აქვს ჭრილობა.
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე უნიკალური სადიაგნოსტიკო დასამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ონკოლოგიის და ქირურგიისმთელ რიგ მიმართულებებში. დაარსდა 1992 წელს. იგი ქვეყნის სათაო დაწესებულებაა რადიოლოგიისა დაონკოლოგიის დარგში. მიღებაზე ჩასაწერად გადმოდით ბმულზე: აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი