როდის კარგავთ ქალს

როდის კარგავთ ქალს

17224 ნახვა
ის ჩაიკეტა თავის თავში და არ გიხსნით რატომ...

 

რაღაც შეიცვალა. რაღაც ძველებურად აღარ არის, ან შეიძლება გეჩვენებათ.

ის სხვანაირი გახდა. აღარ არის ძველებურად ხალისიანი გოგონა, რომელიც შეგიყვარდა, ძველებურად აღარ ასხივებს, აღარ გამოხატავს სურვილს დაგეხმაროს რთულ მომენტებში.

 

ის ჩაიკეტა საკუთარ თავში და არ გიხსნით რატომ.

 

ის ძველებურად გეხვევა, მაგრამ ვეღარ გრრძნობს. ის გიყურებს, მაგრამ ვერ გხედავს. ის გესაუბრება, მაგრამ აღარ ესმის შენი. ის შენს გვერდით არის, მაგრამ შენთან აღარ არის.

შენ ის დაკარგე.

 

შენ ფიქრობ, რომ ეს დასასრულის დასაწყისია, მაგრამ სიმართელე ისაა, რომ ყველაფერი დიდი ხნის წინ დამთავრდა.

 

ყველაფერი დამთავრდა მაშინ, როცა შენ არ უყურებდი, როცა შენ არ აქცევდი ყურადღებას.

ყველაფერი დასრულდა მაშინ, როცა მან შეწყვიტა შენს შეტყობინებებზე პასუხის სწრაფად გაცემა. როცა მან შწყვიტა საუბრის დაწყება. როცა თქვენი დუმილი უხერხული გახდა. ყველაფერი დასრულდა მაშინ, როცა მან შეწყვიტა შენთან იმაზე საუბარი თუ რას ფიქრობს, რადგან შენ არ ეკითხებოდი.

შენ მისი გესმოდა მაგრამ არ უსმენდი. თქვენ უფრო მეტად დუმდით. ეს გახდა თქვენი ახალი რეალობა. შენ ფიქრობდი, დუმილი იმის ნიშანი იყო, რომ მას სათქმელი არაფერი ჰქონდა, სინამდვილეში კი ეს იყო დახმარების თხოვნა მისი მხრიდან, დახმარება იმის გამო, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც აქამდე იყო.

 

შენ ეუბნებოდი მას რომ გიყვარს, მაგრამ ამას არ აჩვენებდი.

 

შენ არ აფასებდი მის სიყვარულს, მის დროს, და რაც ყველაზე უარესია - მის გულს. შენ მას ემოციურად აშიმშილებდი. შენ დაგავიწყდა, რომ სიყვარულს მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება - ყოველდღურად და არა დროდადრო...

შენ დაგავიწყდა, რომ ის მაშინაც უნდა გიყვარდეს, როცა დაღლილი ხარ, როცა რთული დღე გქონდა, როცა გაბრაზებული ხარ... შენ დაგავიწყდა, რომ უნდა გიყვარდეს, როცა ის არის გაბრაზებული, დაღლილი, როცა რთულია მისი სიყვარული...

 

აი ასე დაკარგე ის...

 

როცა მას უყურებ, მხოლოდ ქალის ვიზუალს ხედავ, რომელიც დატოვა ქალმა, ვინც გიყვარდა. ის არ შეცვლილა - ეს შენ შეიცვალე, უბრალოდ ეს ვერ შეამჩნიე.

 

ცვლილებები, რომელსაც მასში ხედავსხვა არაფერია, თუ არა შენი გაუფრთხილებლობის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენები.

 

სავარაუდოდ ამ ყველაფრის გაცნობიერება სულიერად გაგტეხავს, და ეს მოხდება მაშინ, როცა ის სამუდამოდ წავა შენგან... ეს სამწუხარო დღე და მოვლენა იქნება შენს ცხოვრებაში. ყველაზე სამწუხარო კი ის იქნება, როცა მიხვდები, რომ საერთოდ ვერ ხვდებოდი როგორ ახლოვდებოდა ეს დღე, ან ხვდებოდი და არაფერი გააკეთე იმისათვის, რომ ის შეგეჩერებინა.

აი რატომ დაკარგე ის...

და როცა ეს დღე დადგება, ეს იქნება სრულად შენი დანაკარგი...

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.