"ვირუსის წინააღმდეგ ერთადერთი წამალი არის კარანტინი" - გიგა ქადაგიშვილი

2969 ნახვა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე, ქართველი ექიმი გიგა ქადაგიშვილი, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

 

„:((( ჩაკეტეთ ქვეყანა  მინიმუმ 40 დღით, სანამ კიდე გვაქვს დრო!!!

ჩინეთის მაგალითმა გვაჩვენა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ერთადერთი წამალი არის კარანტინი.

ინდური შტამი არის მკვლელი შტამი, ის უბრალოდ კლავს (და ძალიან გთხოვთ, ნუ დამიწყებთ ახლა იმას, რომ პანიკას ვთესავ, მთელ მსოფლიოში არის პანიკა იმიტომ, რომ გამოსავალს ვერ პოულობენ). არც ერთი ვაქცინა არ არის ეფექტური ამ შტამის მიმართ.

ათასობით ინდოელი სტუდენტი შემოდის ქვეყანაში პირდაპირ ინდოეთიდან ან სხვა ქვეყნის გავლით.( ხაზს ვუსვამვ არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ ვინმე შემოვიდეს ქვეყანაში). თუ შემოიპარა ეს ვერაგი შტამი საქართველოში, ერთ კვირაში დაინფიცირდება მთელი ქვეყანა და როგორ ფიქრობთ, არის საავადმყოფოებში მთელი ქვეყნისთვის ადგილი?!!! უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და რამენაირად გადავიტანოთ ეს ურთულესი პერიოდი. ეს ვარაგი შტამი შეეხება ყველას, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს.

იმედი მაქვს, სწორად შეაფასებთ დღევანდელ მოცემულობას!!!! ჯანმრთელობას გისურვებთ!..

ინდოეთში კატასტროფა ხდება – მსოფლიო რეკორდი მოიხსნა, ოფიციალური მონაცემებით, 350.000 ადამიანი ავადდება დღეში უკვე მეოთხე დღეა. კრემატორიუმში გვამების დაწვას ვერ აუდიან, საავადმყოფოებში ადგილები არ არის, ჟანგბადის საშინელი დეფიციტია. ამ ფონზე ინდოელი ექიმები ამბობენ, რომ მომავალი ორი კვირა კიდევ უფრო დრამატული იქნება. შტამი, რომელიც ინდოეთში გაჩნდა, b1.617, არის ბევრად უფრო საშიში, ვიდრე კორონავირუსის პირველი ვარიანტი – ინდოეთმა პირველი ტალღა მეტ-ნაკლებად კარგად მოიგერია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბრაზილიაშიც – ბრაზილიული შტამი ახლაგაზრდებს ირჩევს სამიზნედ“.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.