ალბათ შენც ჩემსავით რაპუნცელივით გრძელ და ჯადოსნურ თმაზე ოცნებობ, ამის ნაცვლად კი თმები შემოდგომის ფოთლებივით გცვივა.
ახლა მე, როგორც ჯადოსნური ფერია ჩამოგიწერ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც სამუდამოდ მოგიგვარებენ ამ პრობლემას:
თევზის ქონი
ჭამე ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს. მაგ: ორაგული, სკუმბრია, თეთრი თევზი, კაკალი, კვერცხის ცილა, კანაფის თესლი.
თუთია
ჭამე ბევრი: ქატო, წითელი ხორცი, ყველი, ბარდა, თხილი, ოსპი, ქათამი (მუქი ხორცი), კაკალი, რძე და ა.შ.
ქათამი
ქათმის ხორცი სავსეა ცხოველური ცილებით, რომელიც ხელს უწყობს კერატინის გამომუშავებას.
კვერცხი
კვერცხი შეიცავს ისეთ საჭირო ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია თმის ზრდისთვის.
ნუში
ის შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოტინს, ცხიმოვან მჟავებს, E და B ჯგუფის ვიტამინებს, რაც შენს თმას უძლეველს ხდის.
გოგრის თესლი
გოგრის თესლი შეიცავს B1, B2, B3, B4 ვიტამინებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თმის ზრდაზე და ასევე ვიტამინებს B5 და B6, რომლებიც ზრუნავენ თავის კანის ჯანმრთელობაზე.
თუ კი შენს კვების რაციონს ამ პროდუქციით გაამდიდრებ, დამიჯერე, რაპუნცელსაც კი შეშურდება შენი!