"საფრთხე არის ვირუსი" - არჩილ მარშანია, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებზე

1794 ნახვა
ექიმი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

 

"არ არსებობს არც ერთი უნივერსალური წესი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან დეზინფორმაციის გავრცელება მულტიკომპონენტურია.

ამას ხელს უწყობს:

  1. შეცდომაში შეყვანილი ადამიანების არასწორი დასკვნები;
  2. არაკომპეტენტური ადამიანების მსჯელობა იმ საკითხზე რაც არ ესმით;
  3. საკუთარი მოსაზრებების მტკიცებით ფორმაში საუბარი სანდო წყაროების მითითების გარეშე;
  4. სანდო წყაროების ინფორმაციის ინტერპრეტაცია/მანიპულაცია;
  5. სამეცნიერო კომუნიკაციის არცოდნა;
  6. ზოგადად განათლების დეფიციტი;
  7. საკუთარი გამოცდილების განზოგადება და ობიექტურ ფაქტად წარმოჩენა;
  8. მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა სარგებელის მისაღებად;
  9. რისკი/სარგებელის შეფასების არცოდნა და სხვა მრავალი.
 

 

რა შეიძლება გავაკეთოთ?

  1. სამეცნიერო თემაზე მტკიცებით ფორმაში ნებისმიერ განცხადებას შეხედეთ ეჭვის თვალით თუ მას არ მოყვება ამ მოსაზრების დამადასტურებელი ოფიციალური სანდო წყარო;
  2. გადაამოწმეთ წყაროს სანდოობა;
  3. გადაამოწმეთ და მოისმინეთ სხვა, მეორე, მესამე კომპეტენტური აზრი;
  4. დასკვნები და რეკომენდაციები მოიძიეთ მხოლოდ სანდო სამეცნიერო წყაროებში WHO, FDA, EMA, CDC, NCDC და ა.შ.
  5. სანდოობის იერარქიაში გახსოვდეთ რომ ექსპერტის მოსაზრება არის ყველაზე დაბალი საფეხური, ანუ ყველაზე ნაკლები სანდოობის;
  6. გახსოვდეთ რომ მხოლოდ "კვლევა" არ ნიშნავს ობიექტურ რეალობას, მთავარია კვლევის დიზაინი, მასშტაბი, ვინ ატარებს მას და გავლილი აქვს თუ არა კრიტიკული ანალიზი. კვლევის წაკითხვაც არ არის მაინცდამაინც მარტივი საქმე;
  7. დასვით შეკითხვები, უპირობოდ ნუ მიიღებთ ნურავის მოსაზრებას თუ არ არსებობს ამ მოსაზრების ოფიციალური მარეგულირებელი მაღალი დონის ორგანოების მიერ შესწავლილი გარემოებები და დასკვნა, რადგან ყველაზე ობიექტური არის მასშტაბური კვლევა და მათი კრიტიკული ანალიზის შემდეგ მიღებული ინფორმაცია;
  8. რეკომენდაციები იცვლება, ყოველთვის ასე იყო, ასე არის ახლაც და მომავალშიც ასე იქნება, ამიტომ წყაროსთან ერთად მუდმივად გადაამოწმეთ თარიღი როდის არის ესა თუ ის ინფორმაცია ოფიციალურად გაჟღერებული.
 

საფრთხე არის ვირუსი!

საფრთხე არის ვირუსი!!

საფრთხე არის ვირუსი!!!

ჯანმრთელობას გისურვებთ."

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.