გმირი ექიმები, რომლებმაც აქციაზე დაშავებულებს მხედველობა შეუნარჩუნეს

გმირი ექიმები, რომლებმაც აქციაზე დაშავებულებს მხედველობა შეუნარჩუნეს

6053 ნახვა
ნიუ ჰოსპიტალის ოფთალმოქირურგმა და მედიცინის დოქტორმა - მარიამ გოლოვაჩოვამ 20 ივნისის დარბევის დროს დაშავებულ 6 ადამიანს მხედველობა შეუნარჩუნა.

პარლამენტთან გამართულ აქციაზე გამოსვლის დროს, ერთ-ერთმა მონაწილემ, მას მადლობა გადაუხადა.

ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ რეგიონალური ჰოსპიტალის გმირი ექიმი - რევაზ ომიაძე. მან ერთ-ერთ დაშავებულს მხედველობა შეუნარჩუნა.

აქციაზე დაშავებულებიდან ნიუჰოსპიტალში გადაყვანილმა ორმა პაციენტმა მხედველობა დაკარგა. ერთ-ერთი მათგანის, 18 წლის გოგონას წერილი საავადმყოფოდან, რუსთაველზე გამართულ აქციაზე წაიკითხეს.

“მე ვარ მაკო, 18 წლის, რომელმაც აქციაზე დაკარგა თვალი. მე ვარ გოგო, რომელმაც ნებით თუ უნებლიედ თავის წილი მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისთვის ბრძოლაში. თითოეული ტკივილის წამი, რომელსაც ახლა ვგრძნობ, არ მინდა დაიკარგოს და ჩაიკარგოს საოპერაციო მაგიდაზე, ან პალატაში საწოლზე სადაც მეორე ღამეს ვათევ ტკივილის გამო. არ მინდა დაიკარგოს არაფერი რასაც ახლა ვგრძნობ - ტკივილს გაბრაზებას. მე დაუცველი ვიყავი იქ როგორც ათასობით ადამიანი და გამწირეს სიკვდილისთვის როგორც ათასობით ადამიანი. ვპირდები ყველა ჩემს გულშემატკივარს, ვიდგები მყარად და დამპირდით რომ თქვენც იდგებით ჩემს გვერდით და იბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მამხნევებს და გვერდით მიდგას და სწორედ ამ ხალხის გამო არ დავნებდები არცერთი წუთი. იმ ღამემდე არასოდეს მჯეროდა ერთი ადამიანის ძალის და ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთი ადამიანი ვერაფერს შეცვლიდა. ახლა, როცა შორიდან ვუყურებ ჩემს თანატოლებს ვხედავ რამხელა ძალა გვაქვს ჩვენ. რუსეთი მკვლელი ოკუპანტია! ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს!”.


ფოტოს ავტორი: Shakø Winter Zamtaradze

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. პარლამენტის წინ აქციის დაშლის დროს 240 ადამიანი დაშავდა.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.