გინდა დააკაო? გაუშვი…!

გინდა დააკაო? გაუშვი…!

15232 ნახვა
ყველაზე დიდი აღმოჩენა არის ის, რომ რაიმეს ან ვინმეს შეკავება მხოლოდ გაშვებით შეიძლება. აი ასეთი პარადოქსია.

 

მთავარია – ეს თავად გაიაზროთ და რეალურად გაუშვათ. მიეცით მოვლენებს თავისთავად განვითარების საშაუალება, ნუ ჩაერევით. მიეცით სხვებს იმის უფლება, რომ მოიქცენენ ისე, როგორც თავად სურთ - მიიღეთ ეს შინაგანად და დაეთანხმეთ. თავად კი გააგრძელეთ საკუთარი ცხოვრება.

 

კასტანედას აქვს ასეთი გამონათქვამი: “ნუ მიეჯაჭვები ნურაფერს და ნურავის ”. ზოგი ადამიანი თვლის, რომ მიჯაჭვულობა კარგია და მის გარეშე უბრალოდ ვერ წარმოუდგენია ურთიერთობა. მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს, რომ ხშირად მიჯაჭვულობა გადადის დამოკიდებულებაში, რაც საკუთარ თავს გაკარგვინებს. ეს ეხება დამოკიდებულებას ზოგადად: სიგარეტზე, ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე და ა.შ. როცა ადამიანს ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია და კარგავს თავის რეალურ სახეს.

 

მიეცით ყველაფერს და ყველას თავისუფლად არსებობის უფლება, ხოლო საკუთარ თავს უთხარით, რომ ვინმეს ჯიბრზე ან „მერე რა“-ს გამო კი არა, უბრალოდ ამ რაღაცის ან ამ ვიღაცის გარეშე ნებისმიერ შემთხვევაში მშვენივრად იქნებით. 

 

მთავარია არ მიეჯაჭვოთ შედეგს. რადგან არავინ არის ვალდებული ყველაფერში დაგეთანხმოთ. რამდენად უადგილო, უაზრო და მიუღებელიც არ უნდა მოგეჩვენოთ სხვისი არჩევანი, გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი შეფასებაა. ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებაა სხვების მიმართ, რომ მათ არ ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოთქმის, არჩევანის გაკეთბის და გადაწყვეტილების მიღების უფლება. თქვენ უნდა დაიმახსოვროთ ერთი მარტივი მოცემულობა - არასოდეს ვალდებული არ ხართ იყოთ იმ ადამიანთან ან ისეთ ვითარებაში, როგორიც არ მოგწონთ. თქვენ არ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა სხვებისთვის აზრების და მოვალეობების შეცვლაზე, რამდენად მცდარი ან მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს გრძნობა.

 

ერთადერთი რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ, ეს არის საკუთარი ცხოვრების გაგრძელება, რაც ნამდვილად გევალებათ!

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.