ჯო ენის კლინიკა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას შეუერთდა
ჯო ენის სამედიცინო ცენტრი შეუერთდა "თეთრი ხალათების" აქციას უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.
აქციას შეურთდა აკად. ფ. თოდუას, დავით ტატიშვილისა და ავერსის სამედიცინო ცენტრებიც.
9 და 11 ნოემბერს ახმაჯისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე დეფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. სოფელ კოდისწყაროსმკვიდრები, რამაზ ზადიშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი და გრემისხევის მკვიდრი დავითმიშელაშვილი ე.წ. სასამართლომ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.
ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მან დეფაქტო საზღვარი შეგნებულად გადაკვეთა.
დატოვეთ კომენტარი