ალერგია ბავშვებში: ყველაფერი, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ

ალერგია ბავშვებში: ყველაფერი, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ

13986 ნახვა
რატომ გვერევა ალერგია სხვა დაავადებებში და რა უნდა გავაკეთოთ ბავშვების დასაცავად? 

ალერგია არის სხეულის დამცავი რეაქცია. როდესაც ჩვენ აღმოვჩნდებით სახიფათო ნივთიერების პირისპირ, სხეული ცდილობს მის განადგურებას: აი, ასე ვიცავთ თავს დაავადებისგან. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სხეულს ზედმეტი მოსდის და რეალურად თავადვე გვნებს. ამიტომ, სხვადასხვა არასახიფათო ნივთიერება იწვევს იმუნურ პასუხსა და რეაქციებს. აი, ეს არის ალერგი.

ყველაზე გავრცელებული საშიში ალერგენებია:

  1. მცენარეების ნაყოფი
  2. მტვრის ტკიპები
  3. ცხოველების ბეწვი და კანი
  4. საკვები პროდუქტები
  5. მწერების ნაკბენები
  6. მედიკამენტები
  7. ლატექსი
  8. მტვერი
  9. საყოფაცხოვრებო ქიმიკატები და კოსმეტიკა
  10. საღებავები, კონსერვანტები და საკვების სხვა დანამატები
 

მცირეწლოვან ბავშვებში ალერგია საკმაოდ ხშირია, რადგან ბავშვის სხეული ჯერ კიდევ ვერ ახერხებს გარკვეული ცილების სწორად გადამუშავებას. ამიტომაცაა, რომ ბავშვებს დამატებით საკვებს გარკვეულ ასაკამდე არ აძლევენ. დროთა განმავლობაში, ბავშვმა შეიძლება დაძლიოს რძეზე, სოიზე, კვერცხზე ალერგია, მაგრამ ზოგიერთი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვეს.

ალერგია შეიძლება მემკვიდრეობითაც გადაეცეს ადამინს. თუ ორივე მშობელი ალერგიულია, მაშინ ბავშვში მისი  გამოვლინების ალბათობა 60–70%-ია.

 

როგორ ვლინდება ალერგია ბავშვებში?

სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია ალერგენის ტიპსა და ინდივიდუალურ რეაქციებზე. აი, როგორ რეაგირებენ სხვადასხვა ორგანოები და სისტემები ალერგენებზე:

  • კანი - ალერგიისას, კანი ხდება წითელი, იწვევს ქავილს. შეიძლება თან ახლდეს ლაქები, გამონაყარი და ზოგჯერ შეშუპებაც.
  • თვალები - წითლდებიან, ზოგჯეს თან ახლავს შეშუპებაც და ცრემლდენაც.
  • სასუნთქი გზები - ყველაზე ხშირად, აღინიშნება სისველე, შეშუპება, ხველა, სუნთქვის გართულება.
  • მუცელი - ალერგია იწვევს კუჭის ტკივილს, ღებინებასა და დიარეას.
 

ალერგიის დროს, ყველაზე საშიში ანაფილაქსიური შოკია - მდგომარეობა, როდესა  ენა, კისერი ან სახე შეშუპებულია, იცვლება ხმა და ძნელდება სუნთქვა. ადამიანი ხდება ფერმკრთალი, ცუდად ორიენტირდება სივრცეში და შეიძლება დაკარგოს ცნობიერება. ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გამოიძახო სასწრაფო დახმარება.

 

როგორ განვასხვავოთ ალერგია სხვა დაავადებებისგან?

ალერგია ისეთი დიაგნოზია, რომელსაც საკუთარ თავს თავადვე ვუდგენთ, რადგან ეს მარტივი და აშკარა შესამჩნევია, თუმცა ასეც არაა. ალერგიის ქვეშ შეიძლება სხვა დაავადებები იმალებოდნენ მაგ: ასთმა.

ალერგიის დიაგნოზირება იწყება დეტალური გამოკითხვით: ექიმმა უნდა გაიაზროს, რა პოტენციურ ალერგენს წააწყდა ბავშვი ბოლო პერიოდში. ექიმი დასვამს ბევრ კითხვას, რაზეც პასუხის გულწრფელად და დეტალურად უნდა გასცე. ზოგჯერ სამარცხვინოა იმის აღიარება, რომ ბავშვს გაზიანი სასმელი დაალევინე, მაგრამ ამ ფაქტის ექიმისგან დამალვა არ შეიძლება (დამიჯერე, უარესებიც გაუგია). 

გამოკითხვის შემდეგ, ექიმი ამოწმებს, რომელ ალერგენებზე აქვს რეაქცია ბავშვს. ისინი ამას ორი ძირითადი გზით იგრბენ: კანის სინჯებითა და სისხლის ანალიზით. 

 

როგორ მკურნალობენ ალერგიას ბავშვებში? 

ალერგიისგან თავის დაღწევის საუკეთესო და ერთადერთი გზაა ალერგენისა და მასთან კონტაქტის აღმოფხვრა. ამისათვის უნდა დაფიქრდე, რას შეიძლება გამოეწვია ალერგია: ახალი საკვებს, ტანსაცმელს, მცენარეს, კოსმეტიკასა თუ რაიმე სხვას.

ზოგჯერ შეუძლებელია დაუყოვნებლივ დადგინდეს, თუ რამ გამოიწვია ალერგიული რეაქცია. ამ შემთხვევაში, ყველაფერი, რამაც მას შეიძლება ის გამოიწვიოს, თუნდაც თეორიულად, უნდა მოვარიდოთ ბავშვს:

  1. უნდა ვაჭამოთ მხოლოდ ის პროდუქტები, რომელზეც ზუსტად ვიცით, რომ რეაქცია არ აქვს. თევზი, ციტრუსები და ტკბილი აკრძალულია. ჩვილებისთვის საუკეთესო საკვებია დედის რძე.
  2. ახალი პროდუქტები თანდათანობით უნდა შეაპარო: ერთი ცალი დღეში, ისე რომ არ გამოიწვიოს ძლიერი რეაქციები. 
  3. შეეცადე არ გამოიყენო საკვები საღებავები და სხვა დანამატები.
  4. გაანადგურე მტვრის წყარო: წიგნები კარადაში შემალე, რბილი სათამაშოები გადააგდე, აიღე ხალიჩები და ჩამოხსენი სქელი ფარდები.
  5. გამოიყენე მხოლოდ ჰიპოალერგიული კოსმეტიკა და საყოფაცხოვრებო ქიმიკატები. ეს ეხბა არა მხოლოდ ბავშვის ნივთებს, არამედ ყველაფერს რაც სახლშია.
  6. შეიძინე მხოლოდ ბამბის ტანსაცმელი, რომელიც მყარად არის შეღებილი ან თეთრია. იგივე ეხება საწოლის თეთრეულსაც.
  7. დაცვავი ოთახის ტენიანობა.
  8. მოარიდე ბავშვი სიგარეტის კვამლს.
 

და პრეპარატები?

ალერგიის სამკურნალოდ ანტიჰისტამინური საშუალებები გამოიყენება, მაგრამ ის ვერ გააქრობს რეაქციის მიზეზს - ალერგენს, თუმცა ხელს უწყობს მისი სიმპტომების შემსუბუქებას. რა თქმა უნდა, პრეპარატი უნდა დანიშნოს მხოლოდ სპეციალისტმა! 

 

შესაძლებელია თუ არა ალერგიის გაქრობა? 

გარკვეულწილად, ალერგიის პრევენცია შესაძლებელია. ზოგჯერ ბავშვების ალერგიული რეაქციები საკვების, ბეწვის ან ქსოვილის მიმართ უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ მისი ორგანოები ჯერ კიდევ არ მუშაობენ საკმარისად კარგად. აქ უჩვეულო არაფერია, ბავშვი უნდა გაიზარდოს და განვითარდეს თანდათანობით.

ალერგიის უმეტესობა შეიძლება თავისით გაქრეს, რადგან ღვიძლი და იმუნიტეტი მუშაობას მთელი ძალებით შეუდგებიან. ზოგჯერ იმასაც კი ამბობენ, რომ ბავშვები დაავადებებზე მეტად ვითარდებიან.

ამიტომ, მშობლების ამოცანაა დარწმუნდეთ, რომ ზრდის პერიოდში, განსაკუთრებით სამ წლამდე, ბავშვი ხვდება, რაც შეიძლება ნაკლები ალერგენს.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.