ცხოვრების მჯდომარე წესის მავნებლობის შესახებ, ალბათ მხოლოდ ზარმაცს არ სმენია. ხანგრძლივი დროით ჯდომა მავნებელია ორგანიზმისთვის და შევეცდებით გასაგებად გადმოგცეთ თუ როგორ შეიძლება ჯანმრთელობის დაცვა დატვირთული და მჯდომარე წესის არსებობის შემთხვევაში.
კაცობრიობის დიდმა ნაწილმა დიდი ხანია შეწყვიტა ფაბრიკა-ქარხნებსა და ბაღ-ბოსტნებში მუხლჩაუხრელი შრომა, შეშის ჩეხვა და ყანების დამუშავება. საარსებო მინიმუმისთვის საკმარისია კომპიუტერი და კავშირი ინტერნეტთან, რასაც თავის მხრივ ცუდი შედეგის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ხელს უწყობს ფიზიკურ მოდუნებას, რაც საკმაოდ ძვირი საფასურია საკუთარი ჯანმრთელობისთვის. ოფისში მუშაობა მკვეთრად ამცირებს ფიზიკურ დატვირთვას, ამასთან ერთად, იზრდება დაავადებების გააქტიურებისა და ნაადრევი სიკვდილის დადგომის საშიშროება. ასეთი პერსპექტივა, რასაკვირველია არავის ახარებს და მიუხედავად იმისა, რომ სპორტდარბაზშიც დადიხართ და სამსახურამდე ფეხით მისვლას ცდილობთ, მთლიანობაში თქვენი ფიზიკური აქტივობა ძალიან შეზღუდულია, რაც უარყოფითად აისახება თქვენი ჯანმრთელობის ხარისხზე.
უფრო კონკრეტულად გავნიხილოთ მჯდომარე ცხოვრების წესის უარყოფითი გავლენები ჩვენს ჯანმრთლობასა და ორგანიზმის ცალკეულ ორგანოებსა თუ სისტემებზე.
პირველი პრობლემა - ჭარბი წონა
პირველ რიგში, დიდხანს ჯდომა ანელებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. ასეთ დროს მიღებული საკვების რაოდენობა მატულობს და ჭარბი წონა სწრაფად გვემატება. ამ შემთვევაში სასურველია მცირე ფიზიკური აქტივობა, იმისთვის, რომ დავაბალანსოთ ორგანიზმისთვის სწორი ნივთიერებათა ცვლა. კარგი მეტაბოლიზმისთვის მნიშვნელოვანია, რომ სხეული ყოველთვის ტონუსში იყოს და არა კვირაში მხოლოდ სამჯერ, ერთსაათიანი ვარჯიშისას.
ჭარბი წონის პრობლემის დროს, უპირველეს ყოვლისა უნდა გამორიცხოთ ჰორმონალური პრობლემები. ამისათვის საჭიროა მიმართოთ
ენდოკრინოლოგს.
და თუ პრობლემა ენდოკრინული ჯირკვლიდან არ მომდინარეობს, მაშინ საჭიროა მიმართოთ
დიეტოლოგს , რომელიც დაგეხმარებათ ჭარბ წონასთან სწორ გამკლავებაში ისე, რომ დაიცვათ ჯანმრთელობის უვნებლობა.
მეორე პრობლემა - გული და სისხლძარღვები
პასიურ მდგომარეობაში, გულს უჩნდება არასრული დატვირთვით მუშაობის „ჩვევა“. გული - ეს იგივე კუნთია, რომელიც ექვემდებარება ვარჯიშს და სწორი დატვირთვის დროს ხდება ამტანობის გამომუშავება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესება. ხანგრძლივი დროით ჯდომისას, გულს მიეწოდება ნაკლები სისხლი, იკლებს სისხლძარღვების ტონუსი და იზრდება თრომბის წარმოქმნის საშიშროება.
ასევე, მჯდომიარე წესი იწვევს ქოლესტერინის დონის მომატებას სისხლში და ცხიმების დამწველი ფერმენტების აქტივობის შესუსტებას, რაც საბოლოო ჯამში ათეროსკლეროზის გამომწვევი მიზეზია.
ყოველთვის სჯობს დაასწროთ დაავადებას, ვიდრე მის მძიმე შედეგებს ებრძოლოთ. თუ შეამჩნევთ, რომ გულის ცემა გაგიხშირდათ, გულ-მკერდის არეში ჩხვლეტა გაქვთ, ხუთვა სიარულისას ან კიბეზე ასვლისას, ან ტკივილი გულის არეში - აუცილებელია
კარდიოლოგთან მისვლა. ასევე, ნებისმიერ ასაკში საჭიროა პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ კარდიოგრამის გადაღება.
ზურგის პრობლემები
სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, რადიკულიტი - ალბათ ბევრი გსმენიათ ამ პრობლემების შესახებ. ეს დაავადებები მძიმე ტკივილებს და უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. მთელი დღე, ერთი და იგივე პოზაში კომპიუტერთან ჯდომისას, ჩვენი ორგანიზმი ტვირთავს ერთი და იგივე კუნთებს, ამ დროს სხვა კუნთები მოდუნებულ მდგომარეობაში იმყოფება, რაც მათი კვანძების ელასტიურობის დაკარგვას იწვევს, შედეგად კი ოსტეოქონდროზი ჩნდება.
ვის უნდა მიმართოთ ასეთ დროს? თუ ზურგის არეში ტკივილი გაგიჩნდათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ
ვერტებროლოგს და
ნევროლოგს - ექიმები დაგინიშნავენ აუცილებელ კვლევას და მკურნალობას.
მხედველობის პრობლემები
თუ ადამიანი სამუშაო ადგილზე ზის, ეს იმას ნიშანვს, რომ ის დაკავებულია კომპიუტერთან მუშაობით. ეკრანის მუდმივი გამოსხივება იწვევს მხედველობის ეტაპობრივ შესუსტებას. ასევე ვითარდება ე.წ. «მშრალი თვალის სინდრომი», ახლომხედველობა და სხვა დარღვევები.
და რა უნდა ქნათ, თუ თქვენი ძირითადი სამუშაო კომპიუტერთან ჯდომას მოითხოვს?
ოკულისტი – ეს სწორედ ის სპეციალისტია, რომელიც დაგეხმარებათ დროულად და სწორად მიხედოთ მხედველობის პრობლემებს, რეკომენდაციას გაგიწევთ მთელ რიგ პროფილაქტიკურ ზომებთან დაკავშირებით და დაგეხმარებათ შეაჩეროთ დაავადების მოსალოდნელი გართულებები.
კომპიუტერთან გამუდმებით მუშაობამ შესაძლოა ასევე გამოიწვიოს თავის ტკივილი, დაღლილობა და მოთენთილობა, გაღიზიანება, ვარიკოზის განვითარება, ბუასილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა და ჯანმრთელობის მრავალი სხვა პრობლემა.
დასკვნა
როგორ მოვიქცეთ ასეთ ვითარებაში? - ცალსახად პასუხი არის ის, რომ უნდა დაკავდეთ სპორტით რაც შეიძლება აქტიურად, თუმცა, ვარჯიში პანაცეა ნამდვილად არ არის. ის რა თქმა უნდა აუმჯობესებს სიტუაციას, მაგრამ თუ თქვენ დღის განმავლობაში 8-10 საათი ჯდომა გიწევთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ვარჯიში ვერ დაგეხმარებათ.
თუ ჯანმრთელობის პრობლემები ჯერ არ გაქვთ და საჭიროა პროფილაქტიკა, მაშინ ნუ დაიზარებთ და ყოველ დღე საათში ერთხელ ადექით სამუშაო ადგილიდან, გაიარეთ დერეფანში, საპირფარეშოში, მცენარეები თუ გაქვთ წყალი დაუსხით, თავადაც დალიეთ წყალი, გადით გარეთ და შეისუნთქეთ სუფთა ჰაერი. ლიფტის ნაცვლად ისარგებლეთ კიბით. სახლში დაბრუნებისას გზის გარკვეული ნაწილი ფეხით გაიარეთ. ასევე ცუდი არ იქნება კონსულტაცია გაიაროთ იმ ექიმ-სპეციალისტებთან, რომლებიც დაგეხმარებიან დაავადებების სწორად დიაგნოსტირებაში, იდივიდუალური პროფილაქტიკური კურსის შერჩევასა და მკურნალობის დანიშვნაში.
თუკი თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მაშინ სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელია, რადგან მხოლოდ ფიზიკური აქტივობის გაზრდა საკმარისი არ არის, საჭიროა იმ დარღვევების კორექტირება, რომლებიც გამოწვეულია მჯდომიარე ცხოვრების წესით.