ბავშვთან საუბრის 7 ეფექტური მეთოდი

ბავშვთან საუბრის 7 ეფექტური მეთოდი

30699 ნახვა
არის რამოდენიმე მიზეზი, რის გამოც ბავშვებს ჩვენი არ ესმით, და არის საუბრის ისეთი 7 მეთოდი, რომლებიც აიძულებთ მოგვისმინონ და გაიგონ რასაც ვეუბნებით


გაუგებრობის მიზეზები


ბავშვები უკვდავ არსებებად თვლიან საკუთარ თავს (ისე ცუდი არ არის...) და არცერთ ბავშვს არ სჯერა, რომ მას რამე უბედურება დაემართება. სწორედ აქედან მოდის მსუბუქი დამოკიდებულება და უტიფრობა, რომელსაც ხშირად ვეჯახებით მათთან ურთიერთობისას.


ბავშვები სხვაგვარად არიან მოწყობილები და სწორედ ამიტომ ხშირად არ ესმით ჩვენი, ან ესმით ნაწილობრივ და იგებენ სხვაგვარად, ვიდრე ჩვენ ვგულისხმობდით. ბევრჯერ გქონიათ ალბათ შემთხვევა, როცა ბავშვისთვის გითქვამთ: «დაალაგე შენი ოთახი», ბავშვი ალაგებს, ცდილობს, რომ მოაწესრიგოს ყველაფერი, მაგრამ ოთახში ისევ ისეთი არეულობაა. თქვენი აზრით ეს საშინელებაა, ხოლო ბავშვის აზრით სრული წესრიგი, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი ნივთების სადმე დამალვას სისულელედ თვლის.


იგივე ხდება, როცა ჩვენ რამეზე ვაფრთხილებთ, რამეში ვარწმუნებთ ან რამეს ვთხოვთ. ბავშვის აზროვნება კონკრეტული და პრაქტიკულია. მაღალ აბსტრაქტულ ჭეშმარიტებამდე მისი აზროვნება მიდის საშუალო ან მაღალ კლასებში, შესაბამისად ზოგადი განხილვები მათ არ აინტერესებთ. ანოტაციები და დამოძღვრა უბრალოდ აღიზიანებთ.

არის შემთხვევები, როცა ბავშვი თავს გიქნევთ, გეთანხმებათ, თითქოს ყველაფერი გაიგო და საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ვერაფერიც ვერ გაიგო -  ამის გამო არ უნდა გაუბრაზდეთ. ხშირად ბავშვები ასე იმიტომ იქცევიან, რომ მშობლების მცდელობა უყურადღებოდ არ დატოვონ და გული არ დაწყვიტონ.

რა უნდა ვქნათ? - ესაუბრეთ ბავშვებს მათ ენაზე და მშვნივრად გაიგებენ რისგან აპირებთ მათ დაცვას.


1. აუხსენით თვალსაჩინოდ და ვიზუალურად
 

იმისათვის, რომ ბავშვმა კარგად დაიმახსოვროს ნათქვამი, მოსმენა საკმარისი არ არის. მას სჭირდება:

* დანახვა

* შეგრძნება

* გრძნობისა და ემოციების გავლით გაგება
 

თუ გინდათ, რომ ბავშვმა კარგად გაიგოს რას ელაპარაკებით, შექმენით ვიზუალი და აამოქმედეთ მისი გრძნობის ორგანოები. ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ათასობით სიტყვები არამარტო პატარებისთვის, არამედ მოზარდებისთვისაც. ასეთი მიდგომა პირდაპირ ქვეცნობიერზე მოქმედებს, ხოლო რაც იქ ხვდება, არასოდეს არ იკარგება.


2. ითამაშეთ
 

თამაში — ბავშვამდე საჭირო ამბის მიტანის საუკეთესო საშუალებაა. თან ისე, რომ ნათქვამი მყარად დარჩეს მეხსიერებაში და საჭირო მომენტში «ამოტივტივდეს».


სანამ ბავშვი პატარაა, «უსაფრთხოების გაკვეთილები» უნდა ჩატარდეს თამაშის ფორმით, რადგან თამაში ბავშვებისთვის ისეთივე ბუნებრივია, როგორიც სიარული და სუნთქვა.


როცა თამაშის დროს ეუბნებით რამეს, ნებისმიერი ინფორმაცია, რჩევა, თუ სხვა ქმედება აღიქმება განსხვავებულად, რადგან ამ დროს ბავშვი თანაბარ დონეზე და მეგობრულად გრძნობს თქვენთან თავს, შესაბამისად თქვენგან მიწოდებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია თუ რჩევა მისთვის უფრო მისაღებია.


3. მოუყევით ზღაპრები
 

ბავშვამდე რაღაცის მიტანის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ზღაპრების მოყოლა, სადაც სიტუაციებში სასიამოვნო პერსონაჟები არიან, რომლებსაც ქვეცნობიერად ბავშვი თავის თავს შეადრის.


4. გაკვეთილები საქმის კეთების შუალედში
 

გაიხსენეთ საგანი, რომელიც ყველაზე მეტად არ გიყვარდათ და მისი გამოცდა როგორ სწრაფად დაივიწყეთ ჩაბარების შემდეგ. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება, რაც ადამიანს არ აინტერესებს და არ უყვარს, იმის ათვისება და გაგება რთულია. ყველაფერში დამნაშავე კი შინაგანი პროტესტია!


სწორედ ამიტომ, უსაფრთხოების გაკვეთილების ჩატარებაც საჭიროა:

* ძალდაუტანებლად

* ინტერესის და ცნობისმოყვარეობის გაღვივების გზით

* საინტერესოდ — რაც უფრო საინტერესო იქნება თქვენი გაკვეთილები, მით უფრო მეტი გარანტია გაქვთ, რომ ბავშვი წარჩნებით აითვისებს მათ.


სწავლების მთავარი პრინციპი არის ისე სწავლება, რომ ბავშვს მოუნდეს სწავლა.

ბავშვის დასმა და მისთვის ლექციის წაკითხვა შესაძლებელია, მაგრამ შეუძლებელია აიძულოთ ეს ისმინოს ერთი საათი. თუ თქვენ საუბრობთ და შამჩნიეთ, რომ ბავშვმა ჭერისკენ აიხედა, თავი დახარა, ტუჩებს ამოძრავებს, ფეხს აქანავებს, ან რამეს ხატავს — შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის უკვე დიდი ხანია იმ ოთახში თქვენთან ერთად აღარ იმყოფება.


ლექციების წაკითხვა შეიძლება თუ თქვენ:
 

– კარგი ორატორი ხართ და გაქვთ დარწმუნების უანრი

– გრძნობთ ბავშვის დაუცხრომელ ინტერესს


გახსოვდეთ, რომ მოსმენილი ლექციებიდან დიდებსაც კი ამახსოვრდებათ მხოლოდ 5%, ამიტომ, ისაუბრეთ მკაფიოდ, გასაგებად და მოკლედ.


5. აჩვენეთ როგორ კეთდება სწორად
 

თუ თქვენ გინდათ ბავშვს ზრდისა და განვითარების საშუალება მისცეთ, მოგიწევთ წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებრივი აზრისთვის, ტრაფარეტებისთვის, ჩვევებისთვის, ძველისძველი წესებისთვის, გამვლელბის აზრისთვის, რომლებსაც თავისი საქმისთვის ვერ მიუხედავთ.

ყოველთვის სჯობს საკუთარი თავით იფიქროთ და ბავშვსაც ასწავლოთ ეს. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფიქრი მოგიწევთ ან წინასწარ, ან დამდგარი შედეგებიდან გამომდინარე. შესაბამისად არც თქვენ და მითუმეტეს ბავშვს არ აწყენს წინასწარ ფიქრის სწავლა, რადგან შემდეგ - უკვე ფაქტიურად აზრი არ აქვს...


6. მზაკვრული «არა»
 

მზაკვრულ «არ შეიძლება» ნათქვამზე მშობლებმა უკვე კარგად იციან ყველაფერი. სიტყვით «არა» და «არ…» სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება. კატეგორიულად არ სურს მისი მიღება ადამიანის ქვეცნობიერს! მითუმეტეს ბავშვის!

ნებისმიერ აკრძალვას ჩვენი ფსიქიკა ხიშტებით ხვდება. შესაბამისად, მიუღებელის მოსმენა, დაჯერება ან შესრულება მოთიხოვს დამატებით ძალისხმევას და საკუთარ «არ მინდა — არ ვიზამ» პრინციპზე გადაბიჯებას.


როგორ უნდა მოიქცეთ?
 

* შეეცადეთ ფრაზები ისე დაალაგოთ, რომ თავიდან აიცილოთ უარყოფითი თავსართის გამოყენება

* თავი აარიდეთ რიტორიკულ შეკითხვებს (განსაკუთრებით მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე ხართ)

* ფრთხილად იყავით მსუბუქ-ირონიულ კომენტარებსა და რეპლიკებთან, რადგან ამას ძალიან ცუდად აღიქვამენ ბავშვები, განსაკუთრებით კი მოზარდები.
* და თუ მაინც იძულებული ხართ თქვათ «არა», როგორმე შეარბილეთ

 

დაიმახსოვრეთ, თქვენი საუბარი უნდა იყოს დადებითი და კონკრეტული, კეთილგანწყობილი და არა ირონიული.

 

 

7. გაიმეორეთ სხვადასხვანაირად
 

ნებისმიერი ახალი ინფრომაცია მიდის მოკლევადიან მეხსიერებაში, სადაც დაახლოებით სამი დღე ინახება, შემდეგ ან იშლება, ან გრძელვადიან მეხსიერებაში გადადის, ანუ ადამიანს დიდხანს ამახსოვრდება.


ინფორმაცია გრძელვადიან მეხსიერებაში გადადის:

– როცა ის ნათელი და ემოციურია

– როცა ადამიანი იმეორებს მას, უბრუნდება მას. ამით ის თითქოს ტვინს ეუბნება: გამომადგება, მნიშვნელოვანია, დაიმახსოვრე!


იდეალურად ასე უნდა იყოს: ახალი მასალის გათავისების შემდეგ ბავშვმა ის უნდა იმეოროს ყოველ მესამე, მეხუთე დღეს, ერთი კვირის ან ერთი თვის შემდეგ. გამეორება უნდა მიმდინარეობდეს სხვადასხვა ფორმით - ასე უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელია! ერთი და იგივეზე განსხვავებული ფორმით საუბარი კიდევ უფრო გაუმყარებს ცოდნას.


ასევე ეტაპობრივად უნდა მოხდეს მიღებული ცოდნის გაღრმავება და განვლილ მასალასთან პერიოდულად მიბრუნება, საჭიროა ესაუბროთ ბავშვს მარტივ და შედარებით რთულ საკთხებზე პარალელურად, რადგან ის იზრდება, წესები კი უცვლელი რჩება, რომლებიც მხოლოდ ფართოვდება და ივსება, ჩნდება ახალი ქვეპუნქტები, ახალი მიდგომები, თუმცა არსი ერთია - ეს ბავშვმა კარგად უნდა გააცნობიეროს.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.