4 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს შენს რეპროდუქტულობაზე

4 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს შენს რეპროდუქტულობაზე

2683 ნახვა
მეცნიერებისთვის ცნობილი მონაცემებით, წყვილთა 15% -ს არ შეუძლია ჰყავდეს შვილი. ასეთი შემთხვევების მესამედში ბრალი მიუძღვის სწორედ მამაკაცთა უუნარო სპერმას.

მოცემულია 4 ძირითადი ფაქტორი, თუ რა ახდენს გავლენას რეპროდუქტულობაზე.

  1. ფიზკულტურა 
    სპორტით დაკავება (კვირაში თუნდაც ერთი საათით) / სპერმატოზოიდების რაოდენობა
    ერთი ეაკულაციის დროს დაახლოებით 15 -დან 150 მლნ სპერმატოზოიდი გამოიყოფა. იმისთვის, რომ მაქსიმალური რაოდენობა გამოიყოს, უფრო მეტი სპორტია საჭიროა. როგორც ჰარვარდის მეცნიერები გვარწმუნებენ, ისინი, ვინც სპორტს მისდევენ უფრო ხშირად, მათი ეაკულაციის დროს სპერმატოზოიდები 33%-ით მეტია, ვიდრე მათი, ვინც სპორტს იშვიათად მისდევს ან მცირედ. სპორტული დატვირთვისას იწვება ცხიმი და ტესტოსტერონის დონეც მატულობს.
  2. სმარტფონი
    ტელეფონის გამოყენება (დღეში საათობით) / სპერმატოზოიდების აქტიურობა
    სპერმატოზოიდებს უნდა გააჩნდეს სიცოცხლის უნარი, დაახლოებით 12-14 საათის მანძილზე (დაახლოებით ამდენივე კვერცხუჯრედი არსებობს ოვულაციის დროს). წარმატება კი დამოკიდებულია სპერმატოზოიდების მოძრაობის სისწრაფეზე. კლივლენდის მეცნიერების მტკიცებით, იმ მამაკაცებს, ვინც ხშირად იყენებს მობილურ ტელეფონებს, სპერმატოზოიდების მოძრაობის სისწრაფეც იკლებს (როგორც ეტყობა, მობილური ტელეფონებიდან ელექტრომაგნიტური გამოსხივების გამო).
  3. სითხე
    ლუბრიკანტის სახეობა / სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობა
    - ჩასახვისთვის > 78%
    - ბუნებრივი < 60%
    - ჩვეულებრივი <40%
    - სპერმიციდული < 21%
    მისიის შესასრულებლად სპერმატოზოიდები არა მხოლოდ აქტიური, არამედ სიცოცხლისუნარიანნიც უნდა იყვნენ. ამაში კი ბუნებრივი ლუბრიკანტები თავის ფუნქციას ასრულებენ, თუ  მათ იყენებთ. ბუნებრივსაც კი შეუძლია მათი სიცოცხლისუნარიანობის შემცირება 72%-ით.
  4. ბოსტნეული - ხილი
    ლიკოპინის გამოყენება / სპერმატოზოიდების ნორმალური ფორმა
    სპერმატოზოიდი თავის მქონე ფორმისაა, რეალურად კი მამაკაცის სპერმატოზოიდები შეიძლება საკმაოდ დეფორმირებულიც კი იყოს იმისთვის, რომ კვერცხუჯრედი გაანაყოფიეროს. ამის მიზეზად ხშირად სახელდება თავისუფალი რადიკალების ნაკლებობა ორგანიზმში, რაც დაკავშირებულია ლიკოპინი სიმცირესთან. მიირთვის მეტი პომიდორი და საზამთრო.
 

რეპროდუქტოლოგების სანახავად გადადით ბმულზე : რეპროდუქტოლოგი

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.