ჯანდაცვის სექტორში მონაცემთა ელექტრონული სისტემები და ციფრული ტექნოლოგიები დაინერგება

ჯანდაცვის სექტორში მონაცემთა ელექტრონული სისტემები და ციფრული ტექნოლოგიები დაინერგება

1718 ნახვა
ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად იმუშავებს პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის როგორც ქალაქებში, ისე სოფლებშიც. კერძოდ, სამოქმედო გეგმა მოიცავს ორგანიზაციულ, ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ - თამარ გაბუნიამ განაცხადა, პირველადი ჯანდაცვის სექტორში აუცილებლად უნდა დაინერგოს და განვითარდეს მონაცემთა ელექტრონული სისტემები და ციფრული ტექნოლოგიები, რაც პაციენტის მკურნალობის პროცესს ბევრად ეფექტიანსა და მოქნილს გახდის.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სათათბირო ორგანოს - პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გავრცელდა. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამინისტროს მათი ხედვა პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე გაუზიარეს.


 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.