5
გააზიარე

თამარ კალანდაძე

84
197
29625
5
197
რეკომენდაცია
84შეფასება
29625ნახვა
სამუშაო ადგილი
დაგვიკავშირდით ჩაწერა 24/7

დაუკავშირდით ექიმს

ირაკლი დიღმელაშვილი
2025-11-09
არც კი ვიცი საიდან დავიწყო.. ქ-ნი თამარი არის ჩემი აღმოჩენა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ცხოვრება ხელახლა შემაყვარა.. ადამიანი, ვინც დაამარცხა ჩემი 4 წლიანი ტანჯვა ,, ქრონიკული მენჯის ტკივილი. ( ტკივილი რომელიც არის გამოწვეულია ნეიროპლასტიკურობით, ფსიქოსომატური) ის რაც ვერ შეძლო თანამედროვე მედიცინამ , (რომელმაც ვერაფერი გამიგო , უფრო მეტიც დამახარჯინა უამრავი დრო, ენერგია, მიმაღებინა უამრავი უსარგებლო მედიკამენტები, დამსტრესა ) შეძლო თამარმა.. ეს ადამიანი არის სიკეთის, სიყვარულის განსახიერება. კომპეტენტური, ღრმა, დაკვირვებული, დეტალებზე ორიენტირებული. თითოეული სეანსი იყო, საკუთარის თავის აღმოჩენის, საკითხის ახლებურად (სწორად) გაგების, გაცნობიერების შესაძლებლობა. მისმა თერაპიებმა და თავდაუზოგავმა შრომამ, რომელიც მიმართული იყო კოგნიტური სქემების კორექტირებისკენ, მალევე გამოიღო შედეგი, დამასრულებინა მტანჯველი ქრონიკული ტკივილი. მისი დახმარებით გავიგე თუ როგორ შეიძლება ხანგრძლივმა სტრესმა, შფოტვამ, შიშმა გამოიწვიოს ფსიქოსომატური ტკივილი..სიტყვა ,,მადლიერება" ეს კიდევ არ არის სრულყოფილად იმის გამოხატულება რასაც ვგრძნობ მის მიმართ.. ❤️❤️ მისი დახმარებით ახლა ,,მთელი ცხოვრება ვცხოვრობ ყოველ დღე" ..
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ანი
2025-07-18
ხანდახან ერთი სწორად შერჩეული პროფესიონალი იმაზე ბევრს ნიშნავს, ვიდრე ადამიანმა შეიძლება იფიქროს. ჩემთვის სწორედ ასეთი ადამიანი აღმოჩნდა ქალბატონი თათა. მასთან საუბარი არა მხოლოდ კომფორტულია, არამედ ყოველი შეხვედრა არის საკუთარი თავის ზრდის, გათავისუფლების და თვითგაცნობიერების შესაძლებლობა. მისი მიდგომა საოცრად ჰუმანურია, არანაირი ზეწოლა — მხოლოდ ღრმა გაგება, მხარდაჭერა და სიფაქიზე. ის დამეხმარა დავინახო ის, რასაც ვერ ვამჩნევდი საკუთარ თავში და მასწავლა თუ როგორ დავუჭირო მხარი საკუთარ თავს.ვისაც სურს რეალური, ღრმა და პროფესიული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მთელი გულით ვურჩევ. ის ნამდვილად არის ადამიანი, ვინც იცის როგორ მოგისმინოს, გაგიცნოს და გიპოვოს გზები, რომლებიც საკუთარი თავის უკეთეს ვერსიამდე მიგიყვანს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ლ.ს
2025-07-17
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თამარ ექიმს, რომელიც დამეხმარა ჩემი პრობლემების დაძლევაში და აგრეთვე შეცვალა ჩემი ცხოვრება, შეცვალა ჩემი ფიქრები და მასწავლა რომ არასდროს მისცე შენს პრობლემებს საშუალება შენი ცხოვრება მართონ.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე ექიმი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა

ექიმის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ექიმის პროფილი:

გააზიარე

სამუშაო გამოცდილება:

  • 2021-დან დღემდე  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებლულთა დახმარების ცენტრი
  • 2020 წლიდან დღემდე — ჯანდაცვის სამინისტროს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების კრიზისული ცენტრი.
  • 2018-დან დღემდე — „Lion's international club“ Georgia-დიაბეტისა და ჭარბი წონის პრევენციის ემერჯენს ჯგუფის (DEG) ფსიქოლოგი-ტრენერი
  • 2018-დან დღემდე — ნ. ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის ფსიქოლოგი-ფსიქოკონსულტანტი
  • 2017-დან დღემდე — არასამთავრობო ორგანიზაცია“ მეწარმე ქალთა ფონდის“ ფსიქოლოგი: „მეწარმე ქალთა ფონდისა“ და  ორგანიზაცია „თანხმობის“ ერთობლივი პროექტის „ ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის“– ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი
  • 2016-დან დღემდე — ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ფსიქოლოგი-ტრენერი, ფსიქოკონსულტანტი
  • 2016-დან დღემდე — „საქართველოს კარიტასის“-ახალგაზრდული დღის ცენტრის ფსიქოლოგი
  • 2014–2015 წწ. — თბილისის არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი, თავისუფლების“ მიერ #2 ქუთაისისა და #14 გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებული პროექტის (მომზადება თავისუფლებისათვის) ტრენერი-ფსიქოლოგი
  • 2014–15 წწ. — სამედიცინო დიაგნოსტიკური კლინიკა 21-ე საუკუნე; კლინიკის ფსიქოთერაპევტი სამედიცინო პერსონალის ტრენერი
  • 2014 წელი — ქუთაისის ლიდერთა  სკოლის ტრენერი - „კორპორაციული ეთიკა და რთული სიტუაციების მართვა“, „ ეფექტური კომუნიკაცია“, „ სოციალური გამოკითხვების ჩატარებისა და მათი ანალიზის ტექნიკა
  • 2011–2017 წელი — არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ–ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“თანამდებობა - ორგანიზაციის ფსიქოლოგი. დასავლეთ საქართველოს წყალტუბოს, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი.
  • 2009–2011 წელი — ევროპა, იტალია, კერძო პრაქტიკა.
  • 2005–2009 წელი — ქუთაისის #2 საპყრობილე და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება. თანამდებობა – პატიმართა ფსიქოლოგი.
  • 2000–2005 წელი — თბილისის უნარშეზღუდულ ბავშვთა ფსიქო სარეაბილიტაციო ცენტრი. თანამდებობა - ფსიქოლოგის ასისტენტი

 

 

საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებმა პირებმა შეგიძლიათ ისარგლებლოთ თქვენთვის სასურველი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით , ონლაინ კონსულტაციებით.

 

 

შეგიძლიათ, მოგვმართოთ შემდეგი ფსიქოლოგიური დარღვევების დროს:

  • შფოთვითი აშლილობა
  • პანიკური შეტევა
  • დეპრესია
  • აგორაფობია
  • სპეციფიური ფობიები
  • ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
  • პტსა (პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა)
  • სოციალური ფობია
  • ნივთიერებებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობა
  • მწვავე სტრესული აშლილობა
  • ადიქცია (დამოკიდებულებები)
  • კვების დარღვევები
ამ ექიმზე კითხვები ჯერ არ არის დამატებული

დაუსვი კითხვა ექიმს

ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი ექიმები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.