დაუკავშირდით ექიმს
ნინომ დაამთავრა თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი (სტომატოლოგია) და მინიჭებული აქვს დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი.
2010-2011 წლებში გაიარა სარეზიდენტურო კურსი თერაპიულ სტომატოლოგიაში. 2017 წლიდან ნინომ კვალიფიკაცია პირის ღრუს ქირურგიის და ორთოპედიული სტომატოლოგიის მიმართულებით აიმაღლა. 2016 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი და დოქტორანტია. ნინო პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას 2011 წლიდან ეწევა.
2009-2014 წლებში იყო სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ვიცე-პრეზიდენტი, 2014-2018 წლებში კი - ცენტრის პრეზიდენტი, 2018 წლიდან იგი ორგანიზაციის მრჩეველია.
2018 წლიდან ნინო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის მიმართულების ინგლისურენოვანი პროგრამის ლექტორია.
ნინო გვასალია აქტიურადაა ჩართული უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებში. სხვადასხვა დროს მოხსენებებით ლიტვის სტომატოლოგიური პალატის საერთაშორისო კონგრესზე “სტომატოლოგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის” და ესპანეთში ამერიკის სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო კონგრესზე.
2007 წლიდან მონაწილეობს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის სამეცნიერო და პროფესიულ პროექტებში,
ნინო აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ათეულ სამეცნიერო ღონისძიებაში.