დაუკავშირდით ექიმს
ნანა ცხაკაია არის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის პედიატრიული მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი, ბავშვთა ფთიზიატრი, ბავშვთა პულმონოლოგი.
1975 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი. 1973-75 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა ფთიზიატრიაში თსსუ-ს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა კათედრაზე; 1978-82 წლებში – ასპირანტურა პედიატრიის განხრით. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და გახდა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, 2004 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
1976 წლიდან მუშაობს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში: პულმონოლოგიური განყოფილების ექიმად, დღის სტაციონარის განყოფილების ხელმძღვანელად, ფთიზიო-პულმონოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად, პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად, კლინიკური დირექტორის მოადგილედ, ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, 2012 წლის სექტემბრიდან დღემდე – რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის პედიატრიული მიმართულების ხელმძღვანელად.
პარალელურად მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გულმკერდის საპრობლემო ლაბორატორიის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ თსსუ-ს პედიატრიის კათედრის ასისტენტად. 2007-16 წლებში თსსუ-ს ზოგადი პედიატრიის სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი იყო ბავშვთა ფთიზიატრიაში. 2012 წლიდან დღემდე მუშაობს სამედიცინო უნივერსიტეტ „აიეტის“ პულმონოლოგიური დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად. 2016 წლიდან დღემდე ევექსის სამედიცინო კორპორაციის პედიატრიის სარეზიდენტო პრიგრამის ლოკალური ხელმძღვანელია.
2002 და 2006 წლებში იმყოფებოდა აშშ-ში, აიოვას სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტლის ალერგია-პულმონოლოგიის დეპარტამენტში, სამუშაო ადგილზე.
ნანა ცხაკაია არის საქართველოს პედიატრიული, რესპირაციული, ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა და ევროპის რესპირაციული ასოციაციების წევრი; საქართველოს რესპირაციული ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი; ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის ავტორი; კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინი) „ტუბერკულოზის მართვა ბავშვებში“ ავტორი; 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; საერთაშორისო კონგრესების მონაწილე, სპიკერი.