მედიკო რამიშვილი ჩემთვის აღმოჩენაა. ჩთვალდახუჭული ვენდობი ყველაფერში, ზე პროფესიონალი, ჰუმანური და შესანიშნავი ქალბატონია.
მორიგე ექიმი იყო ჟვანიაში ბავშვი რომ მივიყვანე საღამოს 10 საათზე, ასეთი კარგი, ყურადღებიანი და თბილი პედიატრი აქამდე არსად არ შემხვედრია. მითუმეტეს, ღორის გრიპის თუ სხვა ვირუსით გამოწვეული გაზრდილი მომართვიანობის გამო უარი გვითხრა ძალიან ბევრ მშობელს იაშვილის და ციციშვილის კლინიკებმა, დასაწვენი რომ გახდეთ ვერ დაგაწვენთ ადგილი არ გვაქვსო. პაციენტთა ეს ნაკადი მიაწყდა ჟვანიას კლინიკას, ქალბატონმა მედეამ სრულად მართა სიტუაცია, კარანტინი ქონდათ და ვერავის ვერ იტოვებდნენ, მაგრამ ყველა მისული ბავშვი გასინჯა, დაამშვიდა მშობლები, ბავშვებს ყველა სათანადო პროცედურა ჩაუტარა და ყველაფერი დაწვრილებით აგვიხსნა ამდენ დაპანიკებულ მშობელს.
ძალიან კარგი პედიატრია, თბილი და ყურადღებიანი.....