5
გააზიარე

გია ჯალალიშვილი

12
99
15877
5
99
რეკომენდაცია
12შეფასება
15877ნახვა
სამუშაო ადგილი
მიღებაზე ჩაწერა ჩაწერა 24/7
მაკა ქობალია
2019-06-24
ბატონი გიას დამსახურებით ჩემი შვილის ხელს საშინელი ტრამვის კვალიც კი აღარ ეტყობა. არაჩვეულებრივი სპეციალისტი და გასაოცარი ადამიანი. მთელი ცხოვრება თქვენს დალოცვაში ვიქნები ბატონო გია...
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მზიკო
2019-04-18
თავის საქმის პროფესიონალი, ბევრი ასეთი მოგვცეს ღმერთმა საქართველოში.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ანა
2016-07-13
კარგი ადამიანი და პროფესიონალი თვის საქმეში
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე ექიმი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა

ექიმის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ექიმის პროფილი:

გააზიარე

სამუშაო გამოცდილება 

დან- 1990 წლიდან

მდე- დღემდე

საქმიანობის ადგილმდებარეობა

გერმანულ – ქართული კლინიკა “დიაგნოსტიკური სერვისი ევრომედი”, “ტატიშვილის” კლინიკა, კლინიკა “მედიქლაბ ჯორჯია”, სამედიცინო ცენტრი “იუნონა”, “ავერსის” კლინიკა, “PSP–ს ნიუ ჰოსპიტალს”, კლინიკა “მედულა”, თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი, „ნეოკლინიკა“, „კლინიკა ვაკეში“, კლინიკა „ბაიები“

 

საქმიანობის ან სექტორის ტიპი

 ექიმი, მტევნისა და ტერფის ქირურგიის სექტორის ხელმძღვანელი

 

განათლება და სწავლება 

 

1969 წლიდან 1980 წლამდე ვსწავლობდი თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. 23-ე საშუალო სკოლაში.

1984 წლიდან 1989 წლამდე ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე.

კვალიფიკაციის შესაბამისი მოწმობა AO trauma intramedullary Nailing. Tbilisi 2009

AO trauma course – Principles in Operative Fracture Menagement. Tbilisi 2010;

Training “Hand and Foot Surgery” – Ancara 2010;

 AO trauma course – Management of Fractures of the Hand and Wrist – Bucharest 2010

 

ძირითადი საგნები /პროფესიული მონაცემების მომცველი

მტევნისა და ტერფის ქირურგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია

 

ენების ცოდნა 

მშობლიური ენა   ქართული

სხვა ენები: ინგლისური, რუსული

 

 

 

დამატებითი ინფორმაცია და დანართები 

დამატებითი ინფორმაცია:

ვარ 5 გამოგონების ავტორი, 12 დაბეჭდილი შრომის ავტორი

 

გია ჯალალიშვილი - მტევნისა და ტერფის ქირურგიის სექტორის ხელმძღვანელი

 

 იმ დაავადებებისა და დაზიანებების ჩამონათვალი, რომელთა მკურნალობა ხდება გია ჯალალიშვილის მიერ:

1. ოპერაციის შემდგომი პერიოდი - მეტალოკონსტრუქციის ამოღება;

2. მყესების ტენოლიზი;

3. გამშლელი/მომხრელი მყესების, ნერვების, სასახსრე ჩანთებისა და იოგების აღდგენა მტევნის/ტერფის დონეზე;

4. მტევნისა და ტერფის სახსრების ენდოპროტეზირება;

5. მტევანზე/ტერფზე მიო/ტენოტომია, კაფსულოპლასტიკა;

6. მადელუნგის ტიპის მტევნისა და წინამხრის დეფორმაციები - მტევნის ღერძის გასწორება;

7. სხივის ძვლის, იდაყვის ძვლის, წინამხრის ძვლების, მტევნისა და ტერფის ძვლების ახალი/ძველი მოტეხილობების მკურნალობა მხოლოდ თანამედროვე მეთოდებით

8. წინამხრის, სხივ - მაჯის სახსრის, მტევნისა და ტერფის რბილქსოვილოვანი და ძვლოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნეები - მათი ოპერაციული მკურნალობა აუტოტრანსპლანტაციის ჩათვლით;

9. ნავისებური ძვლის ოსტეოსინთეზი;

10. Hallux Valgus (ტერფის ცერა თითთან კოჟიჟები) ოპერაცია მხოლოდ თანამედროვე მეთოდებით;

11. ტერფის თითების ჩაქუჩისებური დეფორმაციების მკურნალობა

12. მეტატარზალგიების (ტერფის ქვემოდან კოჟიჟების) მკურნალობა

13. სხივ - მაჯის, მტევნისა და ტერფის ახალი და ხანდაზმული ამოვარდნილობების მკურნალობა;

14. სინდაქტილიის (გაერთიანებული თითები) მკურნალობა;

15. პოლიდაქტილიის (დამატებითი თითები) მკურნალობა;

16. მტევნისა და ტერფის კანის პლასტიკა მათი დეფექტების დროს;

17. ქუსლის ძვლის დეზის მკურნალობა;

18. შუათანა ნერვის კომპრესია/გვირაბის/კარპალური არხის სინდრომის მკურნალობა;

19. დეკერვენის დაავადების (ტკივილი ცერა თითის მოძრაობის დროს) მკურნალობა;

20. მასტენოზირებელი ლიგამენტიტი/“მოტკაცუნე თითის“ მკურნალობა;

21. სხივ - მაჯის, მტევნისა და ტერფის სახსრების „თაგვების“/უცხო სხეულების ამოღება 3D აპარატით;

22. ჰიგრომის/განგლიონის მკურნალობა;

23. მტევნის, ტერფისა და კოჭ - წვივის სახსრების ართროდეზი (ჩაკეტვა);

24. წინამხრის, მტევნისა და ტერფის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციები - მათი რეკონსტრუქციები;

25. მტევნისა და ტერფის ძვლების დაგრძელება;

 

26. იშემიური და მშობიარობის შემდგომი მტევნის დეფორმაციების რეკონსტრუქცია (ჩამოკიდებული, მოხრილი ხელის გასწორება)

 

დათო
2016-07-01
რა ღირს თქვენთან კონსულტაცია?მადლობა.
   გამარჯობათ, მე ყოველდღიურად კონსულტაციები მაქვს სხ/სხ კლინიკაში. ყველა მათგანში მუშობს დაზღვევა. საქართველოში ზოგადად ასეთი წესია - თუ პაციენტს აქვს კერძო დაზღვევა და მისგან აქვს კლინიკაზე გაცემული მიმართვა, და ეს კონსულტაცია ტარდება
გამარჯობათ, მე ყოველდღიურად კონსულტაციები მაქვს სხ/სხ კლინიკაში. ყველა მათგანში მუშობს დაზღვევა. საქართველოში ზოგადად ასეთი წესია - თუ პაციენტს აქვს კერძო დაზღვევა და მისგან აქვს კლინიკაზე გაცემული მიმართვა, და ეს კონსულტაცია ტარდება "პროვაიდერ" კლინიკაში, მისთვის კონსულტაცია უფასოა (ან ახდევინებენ რამდენიმე ლარს). თუ პაციენტს კერძო დაზღვევა არა აქვს, მაშინ კონსულტაცია ფასიანია. ჩემი კონსულტაციის ღირებულებაა სხ/სხ კლინიკაში სხ/სხ - ზოგან 60 ლ, ზოგან 70 ლ
მზია
2016-07-04
ბავშვი არის 3 წლის ამოებერა გულ-მკერდი, ოჯახის ექიმმა მირჩია მიმეყვანა ორთოპედთან, თქვენ სინჯავთ ბავშვებს? თუ არადა იქნებ გვირჩიოთ რამე, თქვენთან კონსულტაცია ჩაწერით არის?
   გამარჯობათ, მე არ ვარ ორთოპედი, ჩემი დარგია მკაცრად მტევნის, სხივ - მაჯის სახსრისა და ტერფის ქირურგია (ასაკისა და დაავადებების მიუხედავად). თქვენს პრობლემაზე უნდა მიმართოთ ბავშვთა ორთოპედს ლევან ქაჯაიას (593792546), ან ჯემალ ჭუმბურიძეს (577499752)
გამარჯობათ, მე არ ვარ ორთოპედი, ჩემი დარგია მკაცრად მტევნის, სხივ - მაჯის სახსრისა და ტერფის ქირურგია (ასაკისა და დაავადებების მიუხედავად). თქვენს პრობლემაზე უნდა მიმართოთ ბავშვთა ორთოპედს ლევან ქაჯაიას (593792546), ან ჯემალ ჭუმბურიძეს (577499752)
ნათია
2016-07-08
ყველაზე გვიან როდის შეძლებთ პაციენტის მიღებას? ან შაბათ დღეს თუ მუშაობთ? მადლობა
დარეკეთ ჩემს ქოლ ცენტრებში, უთხარით, რომ გსურთ ჩემთან ჩაწერა. გეტყვიან სად და როდის მობრძანდეთ - 2.18.23.00; 2.25.20.38, 2.25.19.91 ან 2.91.32.42
დარეკეთ ჩემს ქოლ ცენტრებში, უთხარით, რომ გსურთ ჩემთან ჩაწერა. გეტყვიან სად და როდის მობრძანდეთ - 2.18.23.00; 2.25.20.38, 2.25.19.91 ან 2.91.32.42
მაჩვენე მეტი

დაუსვი კითხვა ექიმი

ინფორმაცია არ არის დამატებული
დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.