დაუკავშირდით ექიმს
ელენემ უმაღლესი განათლება აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მას ექიმ ლაბორანტად და ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ელენე სხვადასხვა წლებში მუშაობდა შ.პ.ს. კლინიკა „უნიქალმედში“ - ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელად, სამედიცინო ზარალების ოპერატორად - სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“-ში, საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსად - ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, ექიმი-ლაბორანტად - ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში. დღემდე წარმატებით მუშაობს ექიმ-ლაბორანტად - კლინიკა "ჯეო-ჰოსპიტალში".
2021 წლიდან ელენე კუპრაშვილი აილაინის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი გახლავთ.
ელენე აქტიურადაა ჩართული უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებში. გავლილი აქვს სასწავლო კურსები - ვასერმანის რეაქციაზე ექპრეს მეთოდით კვლევის, ქალისა და მამაკაცის ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევის, შაქრის გამოკვლევის გლუკოზა-ფერმენტული მეთოდის, ბიოქიმიური გამოკვლევების უნიფიცირებული მეთოდების საკითხებზე.