
თუ თქვენ ხართ - ბექა ქორიძე და გსურთ თქვენი ნომრის დამატება შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი ნომერი:

მადლობა, ჩვენი ადმინისტრაცია მალე დაამატებს თქვენს ნომერს.
ბექა ქორიძე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ყბა-სახის ქირურგის პოზიციას იკავებს. მისი სპეციალობა ითვალისწინებს ყბა-სახის მიდამოს დაავადებათა დიაგნოსტიკას, კონსერვატიულ/ქირურგიულ მკურნალობასა და მართვას.
აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან რეზიდენტურა მინსკში, ბელარუსიის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში გაიარა. ასევე, წარმატებით დაასრულდა რეზიდენტურის დამატებითი მოდული ყბა-სახის მიდამოს ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის მიმართულებით. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.