ხორხის კიბოზე გვესაუბრება ოტორინოლარინგოლოგი - საულიუს ვაიტკუსი

ხორხის კიბოზე გვესაუბრება ოტორინოლარინგოლოგი - საულიუს ვაიტკუსი

43638 ნახვა
  1. რამდენად გავრცელებულია ხორხის კიბო და ვის შეიძლება დაემართოს ეს დაავადება?
ხორხის კიბო, სხვა სიმსივნეებთან შედარებით, იშვიათად გვხვდება თუმცა მისი განვითარების რისკი ასაკთან ერთად იზრდება და განსაკუთრებით ხშირია 55-64 წლის ადამიანებში. თამბაქოს მოწევა წარმოადგენს ხორხის კიბოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს რისკს, შესაბამისად, თამბაქოს მწეველები იმყოფებიან ხორხის კიბოს განვითარების რისკის. უკანასკნელი წლების მონაცემებით, იმ ქვეყნებში სადაც მცირდება თამბაქოს მოხმარება, იკლებს ხორხის კიბოთი დაავადების შემთხვევებიც და შესაბამისად, ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობაც. 2010-2014 წლების მონაცემებით, ყოველწლიურად, ყოველი 100 000 მოსახლედან 3,1 ადამიანი ავადდებოდა, ხოლო 1 ადამიანი იღუპებოდა ხორხის კიბოს დაავადებით.

  1. რა სიმპტომები აქვს ხორხის კიბოს, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ ის შესაძლოა დაავადებული იყოს?
პირველ ეტაპზე, ხორხის კიბოს სიმპტომი ხმის ჩახლეჩაა, მოგვიანებით კი თავს იჩენს სუნთქვის და ყლაპვის პრობლემები. მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება - ლარინგოსკოპიური კვლევების ჩატარება. სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მაგალითად თუ ხმის ჩახლეჩა ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს. ექიმი ჩაატარებს ლარინგოსკოპიას, ანუ მოხდება ხორხის დათვალიერება და იმ შემთხვევაში, თუ შეინიშნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ჩატარდება ბიოფსია ჰისტოლოგიური გამოკვლევებისთვის.

  1. როგორ ხდება ხორხის კიბოს მკურნალობა?
ეს დამოკიდებულია დაავადების გავრცელების არეალზე. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება ხორხის კიბოს დიაგნოსტირება, მით უფრო ნაკლებად ტრავმატული მკურნალობის მეთოდის გამოყენება არის შესაძლებელი. სხვადასხვა ეტაპზე შესაძლებელია სხვადასხვა მოცულობის ქირურგიული პროცედურების ჩატარება, მაგალითად შესაძლებელია როგორც ენდოლარინგეალური მიკროქირურგიის გამოყენება, ასევე სრული ლარინგექტომია.

რაც შეეხება მკურნალობის სხვა მეთოდებს, ქირურგიის გარდა, ხორხის კიბოს მკურნალობა შესაძლებელია ქიმიოთერაპიით და რადიოთერაპიით. მკურნალობის პროცესში მთავარია, რომ პაციენტმა მკურნალობის დასაწყისში მიიღოს ყველაზე რადიკალური მკურნალობა, რომელიც მორგებული იქნება ინდივიდუალურად კონკრეტულ პაციენტზე. მკურნალობა შესაძლოა გულისხმობდეს ქირურგიას, რადიოთერაპიას, ქიმიოთერაპიას ან მათ კომბინაციას, რაც ასევე შესაძლებელია და ინიშნება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტის დიაგნოზის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ადრეული დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესია, რათა პაციენტმა კარგი შედეგები მიიღოს.

  1. როგორია დაავადების პროგნოზი?
ადრეული დაიგნოსტირების შემთხვევაში პაციენტს აქვს შესაძლებლობა სრულად განიკურნოს. სტატისტიკურად, სიმსივნის გარკვეული ტიპისა და სტადიის გათვალისწინებით, გადარჩენის მაჩვენებელი ხშირად 5-წლიანია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბევრი ადამიანი 5 წელზე გაცილებით დიდხანს ცოცხლობს. გადარჩენის მაჩვენებლები ეფუძნება იმ უამრავი ადამიანის შედეგებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დაავადება. დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ასაკს, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, ორგანიზმის რა ნაწილი აქვს კიბოს მოცული და რამდენად კარგად ექვემდებარება დანიშნულ მკურნალობას. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და შესაბამისად ინდივიდუალურია ნებისმიერი მკურნალობის შედეგიც.

  1. რა სახის ტრავმებით მოგმართავენ პაციენტები ყველაზე ხშირად?
ოტო-რინო-ლარინგოლოგისთვის ყველაზე გავრცელებული ტრავმა ცხვირის ძვლის მოტეხილობაა, რამდენადაც ცხვირი ადვილად დაზიანებადი ორგანოა და მისი ძვლები მარტივად იმტვრევა. ზოგადად სახის და თავის ნებისმიერი დაზიანება ძალიან მძიმეა, რამდენადაც ძალიან ახლოს მდებარეობს თვალები, კბილები და ტვინი.

  1. როგორ ხდება რთული ოტო-რინო-ლარინგოლოგიური ტრავმების მკურნალობა და ცხვირის რთული ტრავმის დროს რა გართულებები შეიძლება განუვითარდეს პაციენტს?
რთულ ტრავმებს ხშირ შემთხვევაში ქირურგიული ოპერაციით ვმკურნალობთ. ცხვირის მოტეხილობის დროს, როგორც წესი, ვატარებთ სეპტოპლასტიკას ცხვირის ძვლის რეპოზიციონირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციის სწრაფად გაკეთება, რადგან ტრავმამ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და ცხვირის დეფორმირებაც კი. ოპერაციის დაგვიანების შემთხვევაში პაციენტს დასჭირდება ესთეტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგია - რინოპლასტიკა. სეპტოპლასტიკისა და ცხვირის ძვლის რეპოზიციონირების შემდგომ, რომელიც შესაძლოა ტრავმის მიღებიდან 5-10 დღეშიც ჩატარდეს, კარგი ესთეტიკური შედეგის ალბათობა 12-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე ოპერაციის დაგვიანებით ჩატარებისას. ზოგადად, მე ვთვლი, რომ სახის ტრავმების მკურნლობა უნდა მოხდეს მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში, სადაც შესაძლებელია იმუშაოს გუნდმა - ნეიროქირურგის, ოფთალმოლოგის, ყბა-სახის ქირურგის და ოტო-რინო-ლარინგოლოგის მონაწილეობით - ასეთი გუნდი მუშაობს სწორედ ნიუ ჰოსპიტალსში.

 

მიღებაზე ჩასაწერად გადმოდით ამ ბმულზე: ნიუ ჰოსპიტალსი 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.