ექიმების ანაზღაურება 100 ლარით იზრდება

ექიმების ანაზღაურება 100 ლარით იზრდება

3306 ნახვა
2020 წლის 1 ივლისიდან სასწრაფოს ექიმების, სასწრაფოს მძღოლების, სოფლის ექიმების, სოფლის ექთნების და „სოფლის ექიმის“ პროგრამის ფარგლებში სხვა დასაქმებულების ანაზღაურება 100 ლარით იზრდება.

ასევე, 2020 წლის პირველი იანვრიდან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება, ხოლო პირველი ივლისიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და შშმ ბავშვები კიდევ 30 ლარით გაზრდილ სოციალური პაკეტს მიიღებენ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის, 2020 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება მოქალაქეებზე და ისეთი მიმართულებების გაძლიერებაზე, როგორიც არის ხარისხიანი და მაღალ სტანდარტზე ორიენტირებული საყოველთაო ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.