ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული სანაპირო გაიხსნა

ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული სანაპირო გაიხსნა

2572 ნახვა
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბათუმის ბულვარში, ძველი გემის მიმდებარედ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული სანაპირო გაიხსნა.

სსიპ „ბათუმის ბულვარმა“ შშმ პირებისთვის ზღვაში შესასვლელი 5 საცურაო ტივტივა ეტლი შეიძინა, ასევე დაიგო სანაპიროზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი, მოეწყო საშხაპე-გამოსაცვლელი და საზოგადოებრივი საპირფარეშო.

აღნიშნული პროექტის მიზანია ინკლუზიური ტურიზმის განვითარება.

ასევე, ადაპტირებული სანაპიროთი დაინტერესებული პირებისთვის განთავსებულია საინფორმაციო დაფა, რომელიც ასახავს ტივტივა ეტლებით სარგებლობის წესებს და აკრძალვებს. 
შშმ პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით: 

  • ზღვაში ტივტივა ეტლით ჩასვლის მსურველებმა, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ თუ როგორი ამინდია ზღვის პირას. ტივტივას შემქმნელი ფრანგული კომპანია სასტიკად გვაფრთხილებს ზღვის ძლიერი დინების და ღელვის დროს ბანაობის აკრძალვის შესახებ.
  • ბანაობა აკრძალულია დამცავი ჟილეტების გარეშე!
  • ბანაობა იკრძალება ასევე თანმხლები პირის გარეშე!
  • აკრძალულია ტივტივაზე რაიმე მისაბმელის ან დამატებითი აღჭურვილობის გამოყენება.
  • ტივტივით სარგებლობა ეკრძალებათ პატარა ბავშვებს!
  • ვინაიდან ტივტივა ეტლები არის ძვირადღირებული და სპეციფიკური მოწყობილობა, დაზიანების ან ვანდალური ფაქტების თავიდან ასაცილებლად, უამინდობისას და საღამოს საათებში, ბათუმის ბულვარი იტოვებს უფლებას გადაიტანოს ისინი დაცულ ადგილას.

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.